ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ფინეთს ეწვია

მ/წლის 11-12 მაისს, ფინეთს საქმიანი ვიზიტით ეწვია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე. მან ორმხრივი შეხვედრები გამართა ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან პეტერ სტენლუნდთან, საგარეო ურთიერთობების საკითხებში ფინეთის პრეზიდენტის მრჩეველთან მიკო ჰაუტალასთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში იააკო ლააიავასთან. შეხვედრებში მონაწილეობდნენ ფინეთში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე და ფინეთში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი გიორგი მესხელი.შეხვედრებისას მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესი და რიგის სამიტის მოლოდინები. დ. ბაქრაძემ ყურადღება გაამახვილა ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის გეგმის შესრულების პროცესში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე და ხაზი გაუსვა სამიტის დეკლარაციაში საქართველოს პროგრესის ადექვატური ასახვის აუცილებლობას. მან ასევე ისაუბრა ევროინტეგრაციის პროცესში ფინეთის ხელისუფლების მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობას.ფინეთის მხარის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და არაღიარების პოლიტიკის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა და გამოთქვეს მზადყოფნა კვლავაც აქტიურად შეუწყონ ხელი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.ვიზიტის ფარგლებში დავით ბაქრაძემ მონაწილეობა მიიღო სამეცნიერო-კვლევით ცენტრში „ალეკსანტერი ინსტიტუტი"(Aleksanteri Institute) გამართულ შეხვედრაში თემაზე „საქართველო რიგის სამიტის მოლოდინში". დისკუსიაში ფინეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ