ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველო-ფინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 15 წლისთავი

2007 წლის 8 ივლისს შესრულდა საქართველოსა და ფინეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 15 წლისთავი. უკანასკნელი 15 წელი აღსავსე იყო ორ ქვეყანას შორის და საერთაშორისო არენაზე მრავალი პოზიტიური განვითარებით. უთუოდ ჩვენი თანამშრომლობა იყო მეგობრული და ორივე მხარისათვის წარმატებული, რაც ეფუძნებოდა მხარეებს შორის არსებული პრობლემის ჭემარიტ გაგებასა და ინტერესების თანხვედრას მთელ რიგ საკითხთან მიმართებაში.    

15 წელი, რომელიც გავიდა იმ ღირშესანიშნავი დღიდან, იყო სერიოზული გამოცდის პერიოდი საქართველოსათვის. მე მეამაყება განვაცხადო, რომ ჩემი ქვეყანა სუსტი და თანდაყოლილი პრობლემებითა და უიმედობით გასული საუკუნის 90-იან წლებში გარდაიქმნა დინამიურად განვითარებად დემოკრატიულ საზოგადოებად.

ჩვენ ვემადლიერებით ფინეთს პოლიტიკური მხარდაჭერისათვის, რომელსაც იგი უწევდა ახალგაზრადა ქართულ სახელმწიფოს უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში. ფრიად ღირებული იყო ფინეთის მხარდაჭერა მისი ევროკავშირში თავმჯდომარეობის დროს. ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება ევროკავშირის ქვეყნებთან წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს საქართველოს მთავრობისათვის. ამ მიმართებით ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება ფინეთთან, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს ჩვენთვის.

ფინეთსა და საქართველოს გააჩნია მრავალი მსგავსება:არიან პატარა ქვეყნები, რომლებიც ესაზღვრებიან დიდ და ძლიერ მეზობლებს და, რომლებიც ყოველთვის იბრძოდნენ დამოუკიდებლობისათვის და თავიანთი თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. როგორც ისტორია გვაჩვენებს ფინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი და საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთის მდებარეობა ევროპის კონტინენტზე ყოველთვის უქმნიდა შესაძლებლობებსა და გამოწვევებს ორივე ქვეყანას.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ჩვენი დემოკრატიული ტარნსფორმაციისა და კონსოლიდაციის გზაზე წარმოადგენს ხანგრძლივი დროის განმავლობაში გადაუწყვეტელი კონფლიქტები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში.

მნიშვნელოვნად მიგვაჩნია აღინიშნოს საქართველოს განუხრელი ვალდებულება ამ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის თაობაზე და პრინციპს არავითარი სხვა ალტერნატივა არ გააჩნია. როგორც დემოკრატიული საზოგადოება, ჩვენ ვკისრულობთ ვალდებულებას გადავწყვიტოთ ყველა არსებული უთანხმოება მხოლოდ მშვიდობიანი და ტრანსპარენტული გზით. აღნიშნული კონფლიქტები არამხოლოდ უთხრიან ძირს საქართველოს პროგრესს, არამედ ისინი წარმოადგენენ საფრთხეს ევროპული სტაბილურობისათვის საზოგადოდ და ზღუდავენ ევროპის დემოკრატიზაციას მის აღმოსავლეთ საზღვრებთან. არსებული მოლაპარაკებითი და სამშვიდობო ფორმატი არის უსამართლო და სუბიექტური. ბუნებრივია, ჩვენი შეშფოთების სგანს წარმოადგენს სამშვიდობო ოპერაციის არსებული პრაქტიკა, იმავდროულად საქართველო აქტიურად ეძებს კონფლიქტის გადაწყვეტისათვის ახალ მიდგომებს. 

  
საქართველომ შესამჩნევ პროგრესს მიაღწია თანამედროვე პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში. ეს მნიშნველოვანია არა მხოლოდ საქართველოს მომავლისათვის, არამედ რეგიონისათვის საზოგადად და მთლიანად ევროპის განვითარებისათვის. ვიმედოვნებთ, რომ საქართევლო შეძლებს წაახალისოს დემოკრატიის დამკვიდრება მეზობელ ქვეყნებში. დემოკრატიული პროცესების გაძლიერება რეგიონალურ დონეზე ხელს შეუწყობს საქართველოში და მთლიანად ევროპაში უსაფრთხოების განვითარებას. ამ მხრივ, მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს სხვადასხვა რეგიონულ ფორუმებში მონაწილეობა, რომელთა მიზანია ეფექტური სახელმწიფო მართვის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვა და განმტკიცება. კერძოდ, აღსანიშნავია დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობა, რომელიც შავი და ბალტიის ზღვის ქვეყნებს აერთიანებს, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამი, შავი ზღვის ფორუმი და ა.შ.

ამასთან, რუსეთთან ჩვენი ურთიერთობები მეტად რთულ ფაზაშია. საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითადი ამოცანაა რუსეთთან პარტნიორული, კეთილმეზობლური და თანაბარი ურთიერთობების დამაყრება. მიუხედავად არსებული სიძნელეებისა, არის წინსვალაც: რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანა, რუსეთის ელჩის საქართველოში დაბრუნება, საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზების გაცემის განახლება, ოფიციალური მოსკოვის აგრესიული რიტორიკის შერბილება. ამავე დროს, კვლავ ძალაში რჩება რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ შემოღებული სრული ემბარგო და ეკონომიკური ბლოკადა. საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გამოხატა რუსეთთან ღია და კონსტრუქციული დიალოგის გამართვის მზადყოფნა. საქართველო მზად არის წავიდეს გარკვეულ კომპრომისებზეც, თუმცა ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, განვითარების დემოკრატიული კურსი, და ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანი არ იქნება მოლაპარაკებების საგანი.

ის წვლილი, რომელიც საქართველოს შეაქვს ევროპულ და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში, არის განუყოფელი ნაწილი საერთო პროცესისა და სრულად შეესაბამება ბუნებრივ ისტორიული მნიშვნელობის პროცესს, რასაც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინგეგრცია წარმოადგენს. ეს ინტეგრაცია ბუნებრივ პროცესს წარმოადგენს საქართველოსათვის. საერთაშორისო ინსტიტუტებში და ორგანიზაციებში საქართველოს გაერთიანება იმ ღირებულების და პრინციპების ხორცშესხმას შეუწყობს ხელს, რომლებიც ესოდენ ძვირფასია ქართველი ხალხისთვის. იმისათვის რათა ავაშენოთ ძლიერი და მდგრადი დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს მეზობელ ქყევნებთან და ძალუძს საკუთარი სიტყვა თქვას რეგიონულ თუ საერთაშორისო დონეზე, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ხედვას. განსაკუთრებით ეს ევროკავშირსა და ნატოს ეხება.

დასასრულს, მსურს გავიმეორო, რომ ჩვენ მოწოდებულნი ვართ ვიაროთ დემოკრატიული ქვეყნების ოჯახის მხარდამხარ და ფინეთი, როგორც ამ ოჯახის წევრი ქვეყანა, ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეგობარია. მისი დახმარებით და არცთუ ისე შორეულ მომავალში, საქართველო შეძლებს კუთვნილი ადგილის დაკავებას ევროპულ ოჯახში. 
                        

                                                                                                                                                                                                   ამირან კავაძე
                                                                                                                                                                                                         ელჩი

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ