ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ევრო-ატლანტიკურ ტურნე

2007 წლის 10 სექტემბერს ქ. ვაშინგტონში, თეთრ სახლში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვდა პრეზიდენტის თანაშემწეს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილეს ჯიმ ჯეფრის. შეხვედრაზე განხილულ იქნა რეგიონში  უსაფრთხოების საკითხები. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმდინარეობისა და ამ პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების როლის შესახებ. ყურადღება გამახვილდა ენერგო უსაფრთხოების პრობლემებზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ს მრჩეველს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებისა და აღმშენებლობის პროცესის შესახებ.

ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე შეხვედრა გამართა კონგრესის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან,  შეხვედრა ორგანიზებულ იქნა გერმანიის მარშალის ფონდის მიერ.

დღესვე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კარნეგის ცენტრში გამოვიდა მოხსენებით თემაზე: ‘საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე: პასუხისმგებლობა, გამოწვევები’. გამოსვლის დასრულების შემდეგ მინისტრმა უპასუხა ექსპეტებისა და საერთაშორისო პოლიტიკოსების შეკითხვებს.

დღესვე საღამოს დაგეგმილია შეხვედრა საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებზე ცნობილ ამერიკელ ექსპერტებთან, პოლიტიკოსებთან და უცხო ქვეყნის ელჩებთან.

 

2007 წლის 10 სექტემბერი

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ