ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია პრესისათვის
 2006 წლის 6 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა -ნმა გელა ბეჟუაშვილმა შეხვედრა გამართა შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან - კარლ ბილდტთან, რომელიც ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია საქართველოს.

შეხვედრის დროს მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე, როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ ფორმატში. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების პერსპექტივებზე. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართულ მხარეს მხარდაჭერა აღუთქვა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობაზე და შვედური ინვესტიციების საქართველოს ეკონომიკაში მოზიდვის პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა ორმხრივი სამართლებრივი ბაზის გაფართოვების მნიშვნელობას. ორი ქვეყნის საგარეო უწყებას შორის პოლიტიკური კონსულტაციების გამართვა მხარეების მიერ მიჩნეულ იქნა თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელოვან მექანიზმად. შეხვედრისას -ნმა კარლ ბილდტმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, 2007 წლის პირველ ნახევარში შვედეთის სამეფოში მიიწვია.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ბატონი კარლ ბილდტის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან ბატონ მიხეილ სააკაშვილთან და  პარლამენტის თავმჯდომარესთან ქალბატონ ნინო ბურჯანაძესთან.

 

2006 წლის 6 დეკემბერი

პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი პრეს-კონფერენციის ჩანაწერი

 

ბატონი გელა ბეჟუაშვილი:

მოგესალმებით, დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ კარლ ბილდტს. მისი ვიზიტი მნიშვნელოვანია, ვინაიდან, მოგეხსენებათ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენი ურთიერთობები შვედეთთან ძალზედ დინამიურად ვითარდებოდა. ეს ეხება როგორც ორმხრივი ურთიერთობების ფორმატს, ასევე ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს.

დღეს შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში ის პროგრამები, რომლის განხორციელებასაც მომავალში ვაპირებთ. ეს ეხება უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკურ ურთიერთობებს და ვაჭრობის გაზრდას. ეს არის შვედური კომპანიების დაინტერესება, მათი მოზიდვა საქართველოში და ასევე საქართველოს ბიზნესის, კომპანიების შესვლა შვედეთისა და ევროკავშირის ბაზარზე.

შვედეთის სახით, პოლიტიკურად ჩვენ გვყავს ძალიან კარგი მეგობარი, აქტიური მეგობარი ევროკავშირში და ამიტომ ყველა საერთაშორისო ფორუმზე, ევროკავშირის ფარგლებში ჩვენ მადლიერნი ვართ შვედეთის მხრიდან საქართველოს ინტერესების ასეთი აქტიური მხარდაჭერისა.

შეხვედრაზე, ასევე ვისაუბრეთ იმ პროექტების გაგრძელებაზე, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი თანამშრომლების, დიპლომატების განათლებასა და ტრეინინგს შვედეთის სამეფოში.

ევროკავშირის კონტექსტში ჩვენ განვიხილეთ თუ რა წვლილი შეიძლება შეიტანოს შვედეთმა, იმისათვის, რომ ევროკავშირთან ჩვენს მიერ ხელმოწერილი სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია გახდეს უფრო ეფექტური.

მომავალი წელი ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ჩვენ ვიწყებთ ძალიან აქტიური, ეკონომიკური დიპლომატიისა და პოლიტიკის გატარებას. და ამ კუთხით, შვედეთის მდიდარი გამოცდილების  გამოყენება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

სიტყვას გადავცემ ჩვენს სტუმარს და კიდევ ერთხელ მივესალმები და მადლობას ვუხდი  საქართველოში  ჩამობრძანებისათვის.

ბატონი კარლ ბილდტი:

მადლობას მოგახსენებთ, მოხარულნი ვართ, რომ საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა მოგვეცა. როგორც აღვნიშნეთ, შვედეთსა და საქართველოს შორის საკმაოდ ხანგრძლივი და რეგულარული ურთიერთობები არსებობს, რომლებიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ამ ურთიერთობათა გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოში წარმატებულად მიმდინარე როგორც დემოკრატიულმა, ისე ეკონომიკურმა რეფორმებმა. იმედი მაქვს, მომავალში ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღმავდება. თავად ის ფაქტი, რომ სამეწარმეო კლიმატის გაუმჯობესების თვალსაზრისით მსოფლიო ბანკმა საქართველო დაასახელა როგორც მსოფლიოში ნომერ პირველი ქვეყანა, ძალზედ მნიშვნელოვან გზავნილს აძლევს ინვესტორებს და ასევე სხვა ქვეყნებს იმ რეფორმათა შესახებ, რომლებიც საქართველოში ხორციელდება.

ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები, როგორც ევროკავშირსა და საქართველოს, ისე შვედეთსა და საქართველოს შორის. სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, სამოქმედო გეგმის განხორციელებას მომავალ წლებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება და შვედეთი, როგორც მინისტრმა აღნიშნა, მზად არის დახმარება გაგიწიოთ სხვადასხვა მიმართულებით.

ჩვენ წამოვიწყეთ სხვადასხვა ორმხრივი ინიციატივა და ორმხრივი პროგრამები. შვედეთმა გამოყო თორმეტი მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება, თბილისში გაიხსნა ოფისი, რომელიც ამ თანხებს განკარგავს. მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ელჩი სტოკჰოლმში ხელს უწყობს ამ ურთიერთობათა გაღმავებას. ამ ურთიერთობათა გაგრძელებას ემსახურება ბატონი მინისტრის ვიზიტი  სტოკჰოლმში, რომელიც რამდენიმე თვეში შედგება.

კითხვა: როგორ აპირებთ მთელი ევროპის მობილიზებას საქართველოს მხარდაჭერის მიზნით?

ბატონი კარლ ბილდტი:

დღევანდელი გადასახედიდან, გასულ წელს საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა საგრძნობლად გაიზარდა. იმ დროს, როდესაც საქართველოს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა რუსეთთან, ევროკავშირმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, რომელშიც რუსეთის მიერ გატარებულ სანქციებთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთება გამოხატა, ამ საკითხებს ევროკვშირსა და რუსეთს შორის გამართულ პოლიტიკურ მოლაპარაკებებშიც მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო. ბრიუსელში გამართულ ეუთოს მინისტერიალზე ევროკავშირის მიერ გაკეთებული განცხადება საქართველოს მიმართ ევროკავშირის სწორედ ამ პოზიტიურ დამოკიდებულებასა და მხარდაჭერას ასახავს. პოლიტიკური თვალსაზრისით ეს განცხადება მართლაც რომ მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულებაა.

კითხვა: მე მაქვს კითხვა ორივე მინისტრთან. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში, მინისტერიალზე განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული, რომ რუსეთმა დატოვოს ეუთო. რას უნდა მივაწეროთ მისი ეს განცხადება და რა კომენტარის გაკეთება შეგიძლიათ?

ბატონი გელა ბეჟუაშვილი:

მე გახლდით ბრიუსელშიეს არ იყო ასე პირდაპირ ნათქვამი, როგორც თქვენ ბრძანეთ, მაგრამ მინიშნება ამის თაობაზე გაკეთდა. მინდა გითხრათ, რომ ყველა დანარჩენმა ქვეყანამ აღნიშნა ის, რომ ეუთო უნდა გახდეს ორგანიზაცია, რომელშიც მიიღება გადაწყვეტილებები და შემდგომ მიმდინარეობს ამ გადაწყვეტილებების აღსრულება. რუსეთის გარდა, ამაზე ყველამ გაამახვილა ყურადღება და ამ ქონტექსტში, ცოტა უცნაურად მომეჩვენა რუსეთის მხრიდან ასეთი განცხადება, თუმცა გასაკვირვი არ არის იმიტომ, რომ როგორც უკვე მოგახსენეთ, საქართველოსთან მიმართებაში რუსეთი დარჩა მარტო. ის იყო ერთადერთი ქვეყანა რომელიც არ შეუერთდა იმ კონსენსუს, რომელიც ყალიბდებოდა საქართველოს შესახებ განცხადების შემუშავებისას და ეს ბუნებრივია მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთი თავად აყენებს თავს იზოლირებულ მდგომარეობაში. ამის შესახებ მე ასევე ავღნიშნე ბრიუსელში ჩემს გამოსვლაში.

ბატონი კარლ ბილდტი:

მე არ გახლდით ბრიუსელში  და არ მომისმენია ბატონი ლავროვის გამოსვლისთვის, მაგრამ ჩვენ ვიმსჯელეთ ეუთოს მომავალი როლისა და მის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ. რუსეთს თავისი შეხედულებები გააჩნია, რომლებიც ზოგჯერ გარკვეულ კონტექსტს არის მორგებული. ჩვენ ვაფასებთ ეუთოს ფარგლებში რუსეთთან თანამშრომლობას და მე არა მგონია, რომ რუსეთი აპირებს ამ ორგანიზაციის დატოვებას.  

კითხვა: დღეს რუსეთის სახელმწიფო სათათბირო აპირებს განიხილოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცნობის დოკუმენტი. რამდენად რეალურია, რომ დუმამ მიიღოს ეს გადაწყვეტილება და რა შედეგებს მოიტანს ეს  თქვენი აზრით.

ბატონი გელა ბეჟუაშვილი:

მინდა გითხრათ, რომ ჩემი თვალთახედვიდან, ეს იქნებოდა ძალიან სერიოზული შეცდომა. მე მაინც, ჩემი მხრიდან, მოვუწოდებდი რუსეთის მხარეს ძალიან სერიოზულად დაფიქრდეს იმაზე თუ  რის გაკეთებას აპირებს. თუმცა არ მინდა გავუსწრო მოვლენებს, მსურს ვნახო თუ რამდენად რეალური იქნება ეს პროცესი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩემი აზრით, ეს იქნებოდა შეცდომა.

კითხვა: ბატონო გელა, რამდენად ჩვენთვის ცნობილია, გაეროში უნდა განხილულიყო სუამის ინიცატივა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებთან დაკავშირებით. განიხილება თუ გადაიდო ეს საკითხები? თუ გადაიდო, რატომ?

ბატონი გელა ბეჟუაშვილი:

რაც შეეხება სუამის რეზოლუციას. ჩვენ ეს საკითხი განვიხილეთ ბრიუსელში, სადაც გაიმართა სუამი- ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაჩვენ ჩამოვაყალიბეთ მოქმედებების სტრატეგია და ტაქტიკა. თქვენ იცით, რომ ეს საკითხი ჩართულია გენერალური ასამბლეის 61- სესიის დღის წესრიგში. ერთი წლის განმავლობაში, შემდეგ სექტემბრამდე ეს საკითხი მუდმივად იქნება დღის წესრიგში. ამიტომ ტაქტიკური და სტრატეგიული თვალსაზრისით, მისი განხილვა და შემდომი კენჭისყრა მოხდება მაშინ, როდესაც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ.

წინასწარი განხილვა დაგეგმილი იყო დეკემბერში. ჩვენ, სუამი- საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეს საკითხი და გაეროში მისი მხარდაჭერა არ არის საკმარისად მომწიფებული. ჩვენ შეგვიძლია ამ საკითხის გატანა, მაგრამ ჩვენ ამას, შემუშავებული ტაქტიკისა და სტრატეგიის მიხედვით, გავიტანთ მაშინ, როდესაც ეს მიზანშეწონილი იქნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ  ეს საკითხი მთელი წლის განმავლობაში გენერალური ასამბლეის 61- სესიის დღის წესრიგში იქნება

კითხვა: ბატონო მინისტრო, თქვენ გქონდათ მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები ბრიუსელში. ზოგადად ვიცით, რომ კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებასაც შეეხებოდა. თუ შეიძლება უფრო ზუსტად, რომ გვითხრათ. გქონდათ ასევე შეხვედრა დენიელ ფრიდთან და ევროკავშირის რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრთან. კონკრეტულად, რას ეხებოდა კონფლიქტებთან მიმართებაში.

სტუმარს ვკითხავ, რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების კონტექსტში, საქართველო, იმისთვის რომ თანხმობა განაცხადოს, ითხოვს უკანონო საბაჟო გამშვები პუნქტების გაუქმებას. ამისთვის ამ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე აუცილებელი იქნება საერთაშორისო მონიტორინგი. არის თუ არა მზად ევროკავშირიიხილება თუ არა ეს საკითხი,  ვინაიდან მსგავსი გამოცდილება თქვენ უკვე გაქვთ დნესტრისპირეთში?

ბატონი გელა ბეჟუაშვილი:

რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, ძალიან ბევრი შეხვედრა მქონდა. უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ ჩემი ორმხრივი შეხვედრების და არამარტო ჩემი, არამედ ჩვენი მთელი მთავრობის ნებისმიერი წევრის ორმხრივი შეხვედრების დროს, ერთ-ერთი პირველი არის კონფლიქტების თემა. ბუნებრივია ამჯერადაც, ბრიუსელში ვიზიტისას, ეს იყო ჩემი საუბრის საგანი.

ამ თემაზე ხანგრძლივად ვისაუბრეთ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვინაიდან 2007 წლის განმავლობაში ესპანეთი იქნება ეუთო-ში თავმჯდომარე ქვეყანა. ჩვენ გავაცანით ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პრიორიტეტები და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების დარეგულირების ჩვენი ხედვა.

მე გადავეცი მას წერილი, რომელშიც ჩამოყალიბებულია ჩვენი პრიორიტეტები. ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დაინტერესდა ამით და თებერვალში ის საქართველოში ჩამოვა, რათა ადგილზე გაეცნოს სიტუაციას.

სხვა მინისტრებთან შეხვედრები ზუსტად ანალოგიურად მიმდინარეობდა. საერთოდ, ამ შეხვედრების მიზანი იყო ჩვენი ევროპული მეგობრების მხარდაჭერის  კონსოლიდირება იმ ჩვენი მიდგომებისადმი, რაც საყოველთაოდაა ცნობილი. კერძოდ: პირდაპირი დიალოგი ჩვენ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთანმიუკერძოებელი სამშვიდობო და მოლაპარაკების ფორმატი, და ამ პროცესში, ასე ვთქვათ, ახალი მოთამაშეების ჩართვა.

ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან დიდ  მნიშვნელობას ვანიჭებთ ევროკავშირის როლსა და უპირატესობას, ვინაიდან ევროკავშირს შეუძლია ძალიან სერიოზული როლი ითამაშოს ამ კონფლიქტების დარეგულირების პროცესში. სწორედ, ამ თემაზე იყო საუბარი ორმხრივი შეხვედრების დროს.

ბატონი კარლ ბილდტი:

მოკლედ შევეხები საზღვრის კონტროლის თემას. საქართველოს მოთხოვნა ამასთან დაკავშირებით არის ლოგიკური, ბუნებრივი და დასაბუთებული. ვფიქრობ, ჩვენ კიდევ უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ უნდა შესრულდეს ეს მოთხოვნა ვმო-ში რუსეთის გაწევრიანების მიმდინარე პროცესის კონტექსტში. ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ ვმუშაობთ გარკვეულ რეზოლუციებზე.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ