ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოსა და შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრების სატელეფონო საუბარი

2007 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან კარლ ბილდტთან.

ბატონმა გელა ბეჟუაშვილმა თავის შვედ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის სამხედრო თვითმფრინავების მიერ საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის, საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოჭრისა და საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის ფაქტების შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2007 წლის 6 აგვისტოს.

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ ამ აღმაშფოთებელ თავდასხმასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ადექვატური რეაქციის გამოხატვის აუცილებლობა.

2007 წლის 7 აგვისტო

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ