ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოსა და ფინეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრების სატელეფონო საუბარი

2007 წლის 13 აგვისტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ილკა კანერვასთან.

ბ-ნმა ბეჟუაშვილმა თავის ფინელ კოლეგას მიაწოდა უახლესი ინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ 6 აგვისტოს განხორციელებული თავდასხმისა და ამის შემდგომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ზომების შესახებ.

საქართველოს მხარის სახელით, ბ-ნმა ბეჟუაშვილმა მოუწოდა ფინეთის მთავრობას აქტიურად ჩაერთოს ექსპერტთა დამოუკიდებელი სამთავრობოთაშორისი ჯგუფის მუშაობაში, რომელიც მიზანად ისახავს საქართველოს მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების შესწავლას და შემოწმებას.

 

2007 წლის 13 აგვისტო

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ