ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის შეხვედრა

2007 წლის 11 სექტემბერს, ვაშინგტონში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს. მხარეემა განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების საკითხები. აღინიშნა ამ თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა და პარტნიორობის სტრატეგიული ხასიათი.

შეხვედრის თემა იყო საქართველოს ინტეგრაცია ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში. სახელმწიფო მდივანმა საქართველოს აღუთქვა სრული თანადგომა ამ მიმართულებით.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში ეფექტურ თანამშრომლობას და აღინიშნა მისი შემდგომი გაღრმავების აუცილებლობა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მიაწოდა ინფორმაცია ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებისა და აღმშენებლობითი პროცესების შესახებ.

მხარეებმა განიხილეს ერაყში შექმნილი ვითარება და გაცვალეს მოსაზრებები სხვა საერთაშორისო საკითხებთან  დაკავშირებით.

 

                                                                           2007 წლის 11 სექტემბერი

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ