ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა

2007 წლის 12 სექტემბერს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი შეხვდა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს პეტრას ვაიტიეკუნასს.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა. საუბარი შეეხო საქართველოს ნატოში გაწევრიანებისა და ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხებს. ლიტვის მხარემ სრული მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს ამ მიმართულებით.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს რეგიონში უსაფრთოხების ვითარების, საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისა და ასევე ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებისა და აღმშენებლობითი პროცესების შესახებ.

 

2007 წლის 12 სექტემბერი

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ