ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ახალ მეგობართა ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა

2007 წლის 13 სექტემბერს ვილნიუსში გაიმართა საქართველოს ახალ მეგობართა ჯგუფის შეხვედრა, სადაც მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი, ლიტვის  საგარეო საქმეთა მინისტრი პეტრას ვაიტიეკუნასი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი არტის პაბრიკსი, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას პაეტი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ანა ფოტიგა, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიჰაი კიოროიანუ, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევგენია კოდანოვა, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ შვარცენბერგი, აგრეთვე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ ბილდტი და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნები.

ეს გახლდათ პირველი შეხვედრა, როდესაც ჯგუფის შეხვედრას ესწრებოდა უკლებლივ ყველა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, რაც მკაფიო პოლიტიკური სიგნალია.

საქართველოს ინიციატივით, დღის წესრიგის თემები იყო: ნატოსა და ევროკავშირის პრობლემატიკა. დისკუსიას საფუძვლად დაედო აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ქართული მხარის მიერ მომზადებული დეტალური სამოქმედო გეგმები. მინისტრებმა სრულად გაიზიარეს ქართული მხარის ხედვა და მას სრული მხარდაჭერა აღუთქვეს.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს და დასახეს კონკრეტული ქმედებები საქართველოს პრიორიტეტების რეალიზაციის მიზნით. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლივად, რათა უზრუნველყონ ნატოსა და ევროკავშირში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების დადებითად და დროულად გადაწყვეტა.

საქართველოს მეგობართა ახალი ჯგუფი შეიქმნა 2005 წლის თებერვალში საქართველოს ინიციატივით. მასში გაერთიანდნენ ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი.  2006 წელს მას შეუერთდა ჩეხეთის რესპუბლიკა. ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა 2005 წლის 4 თებერვალს თბილისში.

 

2007 წლის 13 სექტემბერ

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ