ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

თავმჯდომარის მიერ საქართველოს ახალ მეგობართა ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის მოკლე მიმოხილვა

საქართველოს ახალ მეგობართა ჯგუფი – ესტონეთი, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, რუმინეთი და შვედეთი, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის დამკვირვებლის სტატუსის მქონე სპეციალური წარმომადგენლის მონაწილეობით, შეიკრიბა 2007 წლის 13-14 სექტემბერს და განიხილა რა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე არსებული უმნიშვნელოვანესი საკითხები, დაასკვნა, რომ

-          დემოკრატიული საქართველოს უსაფრთხოებას, სტაბილურობას და ტერიტორიულ მთლიანობას გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია ევროპული უსაფრთხოებისთვის;

-          მეგობარი ქვეყნების სოლიდარობა საქართველოს მხარდაჭერის საკითხებში ძირითადი  ფაქტორია;

-          საქართველო, მისი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური პროგრესის გათვალისწინებით, ფორმირების პროცესში მყოფი ჭეშმარიტად წარმატებული მოდელია როგორც რეგიონისთვის, ისე მის ფარგლებს მიღმა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისაკენ საქართველოს მიზანმიმართულ სწრაფვას;

-          საქართველოს, ევროკავშირსა და ნატოს შორის თანამშრომლობის გაძლიერება პოზიტიურად იმოქმედებს რეგიონში არსებული სატაბილურობისა და უსაფრთხოების მდგომარეობაზე და ხელს შეუწყობს  საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას;

-          საქართველოს უსაფრთხოება და კეთილდღეობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თვითონ ქვეყნისთვის და რეგიონისთვის, არამედ მთელი ტრანსატლანტიკური საზოგადეობისთვის, და საქართველოსთვის ამგვარი მომავლის უზრუნველყოფა პოზიტიურ გავლენას იქონიებს ევროკავშირის სამეზობლოზე;

-          ევროკავშირს გააჩნია ინტერესები საქართველოში და ჩვენ დავიცავთ ამ ინტერესებს; ჩვენ გამოვდივართ სამხრეთ კავკასიაში ყველა სახის პროვოკაციის წინააღმდეგ.

ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების კონტექსტში, მეგობარმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ:

-          საქართველოს მიმართ ევროკავშირის ამჟამინდელი სავიზო პოლიტიკა (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში რუსული პასპორტების მფლობელ პირთათვის უფრო დაბალი სავიზო მოსაკრებლის დაწესება ვიდრე საქართველოს სხვა მოქალაქეებისთვის) უსამართლოა და კონტრაპროდუქტიული, და ხელყოფს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპის უსაფრთხოების ინტერესებს;

-          მეგობარი ქვეყნები გამოხატავენ მზადყოფნას უახლოეს მომავალში საქართველოსთან გააფარმონ დარჩენილი ორმხრივი შეთანხმებები რეადმისიისა და დიპლომატებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შესახებ უფრო ყოვლისმომცველი შეთანხმებების დადებას. ჩვენ ვთავაზობთ ევროკავშირის სხვა ქვეყნებსაც გაიზიარონ ჩვენი მაგალითი;

-          მეგობარი ქვეყნები მხარს უჭერენ საქართველოს ძალისხმევას ევროკავშირთან გააფორმონ სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები სოლიდარობის სულისკვეთებით და კოორდინირებული ქმედებების გზით;

-          მეგობარი ქვეყნები მოუწოდებენ ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებს მხარი დაუჭირონ საქართველოს მისწრაფებებს, ვინაიდან ისინი მნიშვნელოვანია მთელი რეგიონის შემდგომი დემოკრატიული ტრანსფორმაციისთვის.

ნატოსთან საქართველოს ურთიერთობების სფეროში, მეგობარმა ქვეყნებმა (შვედეთის გარდა, რომელიც არ არის ნატოს წევრი) განაცხადეს, რომ

-          მეგობარი ქვეყნები აცნობიერებენს საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის შესახებ დებატების ჩატარების აუცილებლობას;

-          მეგობარი ქვეყნები გამოთქვამენ რწმენას, რომ საქართველო მზად არის გაწევრიანების სამოქმედო გეგმისთვის, რომელიც თავისთავად რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის ინსტრუმენტია;

-          არც ერთ იმ ქვეყანას, რომელიც არ არის ნატოს წევრი, არ გააჩნია ალიანსის გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადების უფლება.

-          საქართველოს უაღრესად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში (ნატოსა და სხვა საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის გზით).

2007 წლის 13-14 სექტემბერი, ვილნიუსი

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ