ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კარლ ბილდტის განცხადება, საქართველოში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით

"უდიდესი მნიშვნელობა აქვს გაირკვეს საქართველოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებული ფაქტიური გარემოებები და ის თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა” – ნათქვამია შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბატონი კარლ ბილდტის განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, ორშაბათს საღამოს, სარაკეტო თვითმფრინავმა დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე და ჩამოაგდო ბომბი, ისროლა ჭურვი, რომელიც თბილისიდან 60 კილომეტრის მოშორებით, ჩრდილოდასავლეთით მდებარე ერთ-ერთ სოფელში დაეცა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

"რეგიონში სტაბილურობის დამყარებისათვის აუცილებელია საჯაროობა და ნდობის აღდგენის გარემოს შექმნა, რამაც უნდა ჩაანაცვლოს არსებული დაძაბულობა და უნდობლობა, რომელიც შეინიშნება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში. ყველა მხარე ვალდებულია პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას” – აღნიშნავს ბატონი კარლ ბილდტი.

                                                                                         08 აგვისტო, 2007 წელი

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ