ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოსა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა

საქართველოს პრეზიდენტის ფინეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, 2007 წლის 11 ოქტომბერს ჰელსინკში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი შეხვდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ილკა კანერვას.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ფინეთს შორის ურთიერთობების ფართო სპექტრი. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა.
მინისტრებმა ისაუბრეს ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე. შეხვედრის თემა აგრეთვე იყო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო გეგმები კონფლიქტების გადაწყვეტასთან დაკავშირებით. ბატონმა გელა ბეჟუაშვილმა ფინელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და დემოკრატიულ პროცესებზე.
შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის გახხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობას კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საქმეში, საზღვრის მონიტორინგს და სავიზო ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებს, სავაჭრო ურთიერთობებს და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს.
შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული ფინეთის, როგორც  ეუთო-ს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის საქმიანიობის სამოქმედო გეგმა ბატონმა ილკა კანერვამ გამოხატა მზადყოფნა 2008 წლის თებერვლის თვეში, საქართველოს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ეწვიოს.
იმავე დღეს, საქართველოსა და ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს  «შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და და ფინეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის თაობაზე».

2007 წლის 11 ოქტომბერი

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ