ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პრეს-რელიზი

სიტუაციის განმუხტვისა და მდგრადი ლიბერალური დემოკრატიის მშენებლობის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების 2008 წლის 05 იანვარს გამართვის გადაწყვეტილება.

პარლამენტის სპიკერი, ქალბატონი ნინო ბურჯანაძე აქტიურადაა ჩართული გაერთიანებულ ოპოზიციასთან დიალოგში, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით გაიმართა და საერთო პრობლემურ საკითხებზე კომპრომისის მიღწევას ისახავს მიზნად.

თბილისში მდგომარეობის სწრაფად განმუხტვის შედეგად, პრეზიდენტმა გადაწყვიტა მოხსნას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 16 ნოემბერს - პარლამენტის მიერ დამტკიცებულ თხუთმეტდღიან ვადაზე უფრო ადრე. ამჟამად, სამართალდამცავი ორგანოების სპეციალური დანაყოფები დაუბრუნდნენ მათი ჩვეული მოვალეობის შესრულებას. ცხოვრება საქართველოს დედაქალაქში ნორმალურ რითმს უბრუნდება.

საქართველოს მთავრობა კვლავაც რჩება დემოკრატიული პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული.

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                           სტოკჰოლმი, 14 ნოემბერი, 2007

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ