ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

სუამი-ს დაფუძნების 10 წლისთავი

2007 წლის 23 ნოემბერს, შვედეთში საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას საელჩოების ინიციატივით, გაიმართა სუამი-ს – დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის დაფუძნების 10 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება საქართველოს საელჩოში.

მიღებას დაესწრნენ პოლიტოლოგები, ანალიტიკოსები, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შვედეთის პარლამენტის, ასევე ბიზნესის, მასმედიის და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. მოწვეული საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის ელჩებმა – ბატონმა ამირან კავაძემ, ქალბატონმა ნატალია გერმანმა და ბატონმა ანატოლი პონომარენკომ მიმოიხილეს სუამის საქმიანობა და პრინციპები, განვითარების ძირითადი მიმართულებები. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ათწლეულის განმავლობაში სუამ-მა წარმატებით გაიარა გზა რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივიდან მზარდი, მკაფიო ინსტიტუციონალური სტრუქტურის მქონე სრულფასოვანი რეგიონული თანამშრომლობის ორგანიზაციამდე.

სიტყვით გამომსვლელებმა განსაკუთრებით აღნიშნეს, რომ ამ საერთაშორისო ინსტიტუტის ფარგლებში თანამშრომლობა მოიცავს სოციალური და ეკონომიკური განვითარების წახალისებას, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას, რეგიონში დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობას, ქართველი, უკრაინელი, აზერბაიჯანელი და მოლდოველი ხალხისთვის კეთილდღეობის უზრუნველყოფას.

ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ სუამი ევროკავშირის პარტნიორია და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა, რომელზეც სუამ-ის ყველა წევრმა სახელმწიფომ მოაწერა ხელი, წარმოადგენს კარგ მექანიზმს ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ევროკავშირის სტანდარტებთან და ფასეულობებთან დაახლოვების გზაზე. შუამ-ის წევრს ქვეყნებს მიაჩნიათ, რომ ევროკავშირი-სუამ-ის, ნორდიკული და ბალტიის ქვეყნებსა და სუამ-ს შორის თანამშრომლობას მიმზიდველი პერსპექტივები გააჩნია.

დაარსებიდან 10 წლისთავზე სუამა სავსებით დაამტკიცა მისი ქმედუნარიანობა. სუამ-ის წევრმა ქვეყნებმა განახორციელეს რამდენიმე წარმატებული პროექტი, რაც რეგიონში დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარებას ისახავდა მიზნად.

საელჩოების ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ სუამ-ის პრიორიტეტს ასევე წარმოადგენს რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება. სუამ-ის წევრი ქვეყნები გააგრძელებენ თანამშრომლობას, რათა მოიპოვონ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა რეგიონში არსებული კონფლიქტების მხოლოდ პოლიტიკური გზით გზებით მოსაგვარებლად და სამართლიანობისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებით.

სუამ-ის დღის წესრიგშია ასევე უსაფრთხოების საკითხები, რომელიც მიმართულია სტაბილურობის ხელშეწყობისაკენ. სუამ-ის წევრი ქვეყნების მხრიდან გადაიდგა რამდენიმე ნაბიჯი, რაც რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გარემოს შექმნას ისახავს მიზნად.

სტოკჰოლმში აკრედიტებულ სუამის წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება, რადგან აზერბაიჯანის მთავრობამ მიიღო შვედეთში საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება.

23 ნოემბერი, 2007 წელი

                                                                                                                                                                                                 საქართველოს საელჩო
                                                                                                                                                                                                 უკრაინის საელჩო
                                                                                                                                                                                                მოლდოვის საელჩო

 


      

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ