ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ღვთისმსახურება ქართულ ენაზე

შაბათს, 23 ნოემბერს 10 საათზე სტოკჰოლმის წმინდა საბას სახელობის სერბულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში გაიმართა ღვთისმსახურება ქართულ ენაზე.  წირვა აღავლინა მამა ლაზარემ, რომელიც სტოკჰოლმს ეწვია გიორგობის დღესასწაულზთან დაკავშირებით. ღვთისმსახურება ორგანიზებული იქნა შვედეთში ქართული მრევლის საინიციატივო ჯგუფისა და საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტ აბრაამის ლოცვა-კურთხევით.

წირვას დაესწრო შვედეთში მცხოვრები 100-მდე მორწმუნე ქართველი. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შვედეთში ჩამოყალიბდეს ქართული სამრევლო და მოწვეულ იქნას ქ. ვენაში მოღვაწე, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი მამა ლაზარე, სტოკჰოლმში წირვის აღსავლენად. შვედეთში მცხოვრებმა ქართველებმა გამოთქვეს სურვილი სტოკჰოლმში სამრევლოს სამართლებრივად დაფუძნების თაობაზე, რათა ორგანიზება გაუწიოს ქართული წირვის პერიოდულად ჩატარებას სტოკჰოლმის წმინდა საბას სახელობის სერბულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ