ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს თავისუფლების გაღვივება მეოცე საუკუნის დასაწყისში სწორედ ფინურ მიწაზე დაიწყო

ფინეთსა და საქართველოს ბევრი მსგავსებები ახასიათებთ. ეს ორი პატარა ქვეყანა, რომელსაც დიდი და გავლენიანი მეზობლები ესაზღვრება იმთავითვე იბრძოდა თავისუფლებისა და ეროვნული თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. ისტორიიდან ნათლად სჩანს, რომ ფინეთის უკიდურესი ჩრდილო-აღმოსავლეთი, ხოლო საქართველოს უკიდურესი სამხრეთ-აღმოსავლეთი გეოგრაფიული მდებარეობა ევროპის კონტინენტზე გამუდმებით ახალი შესაძლებლობებისა და გამოწვევების წინაშე აყენებდა ამ ქვეყნებს. საქართველოს, ისევე როგორც სხვა ქვეყნების დამოუკიდებლობისა და თავისუფლების გაღვივება მეოცე საუკუნის დასაწყისში სწორედ ფინურ მიწაზე დაიწყო.

2007 წლის 03 სექტემბერს, ჰელსინკის მახლობლად, გაიხსნა მემორიალური დაფა იმ სახლზე, სადაც 1907 წლის აპრილში შედგა კონსპირაციული შეხვედრა პოლონეთის, ფინეთის, რუსეთისა და საქართველოს ეროვნულ-განმათავისეფლებელ მოძრაობათა წარმომადგენლებს შორის. მემორიალურ დაფის გახსნა მიეძღვნა ამ შევედრის 100 წლისთავს და მასზე ამოტვიფრულია შემდეგი სიტყვები:”ამ სახლში, 1907 წლის აპრილში შედგა ფინეთის, პოლონეთის, რუსეთისა და საქართველოს განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლების შეხვედრა. ყრილობის დროს განხილულ იქნა თანამშრომლობის გეგმა მეფის რუსეთის მბრძანებლობისაგან თავის დახსნის თაობაზე. პოლონეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა იოსებ პილსუცკი, შემდგომში პოლონეთის მარშალი, რომელიც ითვლება ”ახალი” პოლონეთის დამფუძნებლად”. ეს თავყრილობა აღმოსავლეთ ევროპის ერების  განმათავისუფლებელ მოძრაობათა ერთ-ერთი პირველ შეხვედრას წარმოადგენდა.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ