ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

შვედურ-ქართული მოლაპარაკებები რეადმისიის შეთანხმების თაობაზე

2008 წლის 29-30 ინავარს სტოკჰოლმში საქართველოსა და  შვედეთის დელეგაციებს შორის გაიმართა მოლაპარაკებები მთავრობათაშორისო შეთანხმებაზე პირთა რეადმისიის შესახებ. მოლაპარაკებების შედეგად დელეგაციები შეთანხმდნენ ხელშეკრულების ტექსტზე, რომელიც დამოწმებულ იქნა დელეგაციების ხელმძღვანელების ბ-ნი ლარს მაგნუსონისა (ელჩი, შვედეთის იუსტიციის სამინისტრო) და ბ-ნი კონსტანტინე სურგულაძის (საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო) მიერ. საქართველოს დელეგაციამ გამოხატა სურვილი, რათა მხარეებმა თავინთი კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში ითანამშრომლონ პირთა რეინტეგრაციაზე საქართველოში დაბრუნების მიზნით. შვედეთის დელეგაციამ, თავის მხრივ, გაითვალისწინა საქართველოს დელეგაციის მოსაზრება და ამსთან დაკავშირებით განმარტა, რომ პირს, რომელსაც სურვილი აქვს  დაბრუნდეს საქართველოში, უფლებამოსილია მიმართოს რეადმისიის გრანტისათვის. შვედეთის კანონმდებლობის თანახმად, პირებს, რომლებსაც განზრახული აქვთ ნებაყოფილობით დაბრუნდენენ თავისი წარმოშობის ქვეყანაში,  მიმართვის შემთხვევაში, მიიღებენ შვედეთის მხრიდან შემწეობას ქვეყანაში დასაბრუნებლად, რომელსაც გააჩნია შეზღუდული საშუალებები დამბრუნებელ პირთა რეინტეგრაციის უზრუნველყოფის მიზნით. ვიზირებული შეთანხმების ტექსტი გადაეგზავნება შესაბამის მთავრობებს დასამტკიცებლად და დოკუმენტის მომზადების მიზნით მის შემდგომ ხელმოსაწერად.

 

29-30 იანვარი 2008 წელი, სტოკჰოლმი

 

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ