ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ეწვია ფინეთის საპარლამენტო დელეგაცია

2008 წლის 24 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გელა ბეჟუაშვილმა მიიღო ფინეთის პარლამენტის დელეგაცია საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის პერტი სალოლაინენის ხელმძღვანელობით.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ფინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს, ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მიმდინარეობას, ეუთო–ს როლს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების გადაწყვეტის პროცესში, მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობებს და სხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო მოვლენებს. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა  აღნიშნა ფინეთის როლი ე.წ. ჩრდილოეთის განზომილების (ბალტია/სკანდინავიის რეგიონი)  ქვეყნებში საქართველოს მხარდაჭერის კუთხით.

მხარეებმა აგრეთვე განიხილეს ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის ილკა კანერვას 2008 წლის თებერვლის ბოლოს საქართველოში  დაგეგმილი ვიზიტის დეტალები.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ