ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

სტოკჰოლმში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

შვედეთში საქართველოს საელჩომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გამართა. მიღება სტოკჰოლმის ისტორიულ და ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ „ჰაზელიუსის" მიღებათა დარბაზში გაიმართა. საელჩოს მიღებას შვედეთის სამეფო კარის, მთავრობისა და პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქმიანი წრეების, ასევე, საინვესტიციო და სავაჭრო სააგენტოების წარმომადგენლები, მეცნიერები, კულტურის მოღვაწეები, ჟურნალისტები, სტუდენტები, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და შვედეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები დაესწრნენ. საქართველოს ელჩმა სიტყვით მიმართა დამსწრეებს, მან ისაუბრა საქართველოს წარსულზე, ტრადიციებზე, თანამედროვეობაზე, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაზე, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე. შვედი მუსიკოსების მიერ ჩამოყალიბებულმა ანსამბლმა „დოლური" შეასრულა ქართული „მრავალჟამიერი". მიღების ფარგლებში მოწყო ტიხრულ მინანქარზე მომუშავე ქართველი ხელოვანის ია ხიზანიშვილის გამოფენა. საელჩო სტუმრებს ქართული ღვინითა და კერძებით გაუმასპინძლდა. მთელი მიღების განმავლობაში დარბაზში ისმოდა ქართული სიმღერები, ხოლო ეკრანზე გადიოდა ვიდეორგოლები საქართველოს შესახებ.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ