ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრის ეუთო-ს მინისტერიალში მონაწილეობის შესახებ

2008 წლის 4-5 დეკემბერს ფინეთის ქ. ჰელსინკიში გაიმართა ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს მე-16 სხდომა, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ საგარეო საქმეთა მინისტრის ეკა ტყეშელაშვილის თავმჯდომარეობით.

ეუთოს-ს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გამართა ორმხრივი შეხვედრები ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან - ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ალექსანდრ შტუბთან, ეუთო-ს მომავალ თავმჯდომარესთან - საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან თეოდორა  ბაკოიანისთან, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვიცე-კანცლერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან, ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ ვერჰაგენთან, იაპონიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანთან შინტარო იტოსთან, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან კარლ ბილდტთან, ბელგიის სამეფოს  საგარეო საქმეთა მინისტრთან კარელ დე გუხტთან, ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან მარათ ტაჟინთან, ეუთო-ს გენერალურ მდივანთამ მარკ პერინ დე ბრიშამბოსთან, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ჯოაო სოარესთან,  ეუთოს ეროვნული უმცირესობების უმაღლეს კომისართან კნუტ ვოლებეკთან, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან უდო იანძთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშეწესთან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დენიელ ფრიდთან.

ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა სუამ-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა, შემდეგ კი შეხვედრები სუამ+ჩეხეთის, სუამ+აშშ-ს და სუამ+იაპონიის ფორმატში.
 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ