ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, ილკა კანერვას შეხვდა

2008 წლის 27 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ილკა კანერვას შეხვდა.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში ეუთო-ს მისიის გააქტიურების გადამწყვეტ როლს. ბატონი კანერვას განცხადებით, ფინეთის თავმჯდომარეობის პერიოდში ეუთო-ს საქმიანობის ერთერთ პრიორიტეტულ მიმართულებად  საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტა და ამ პროცესში ეუთო-ს აქტიური მონაწილეობის გაძლიერება იქნება.
საუბარი აგრეთვე შეეხო საქართველოში გაზაფხულზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებსა და ეუთო-ს არჩევნების მონიტორინგის პროცესში აქტიურ ჩართვას.
მხარეებმა აგრეთვე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ