ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია საქართველოსა და შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ

2008 წლის 5 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაქრაძე შეხვდა შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს კარლ ბილდტს.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა ორ სახელმწიფოს შორის ტურიზმის, ეკონომიკისა და მართლმსაჯულების სფეროებში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.  აღინიშნა ორმხრივი სამართლებრივი ბაზის გაფართოვების აუცილებლობა. მხარეები შეთანხმდენენ, რომ უახლოეს მომავალში დაასრულებენ მუშაობას სამთავრობოთაშორისო შეთანხმებებზე ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და რეადმისიის შესახებ.

მინისტრებმა ისაუბრეს ევროკავშირთან თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების პერსპექტივებზე.  ბატონმა ბილდტმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის (ENP AP) მნიშვნელობას ევროპასთან საქართველოს შემდგომი ინტეგრაციისათვის და ქართულ მხარეს აღუთქვა სრული მხარდაჭერა ამ თვალსაზრისით.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი ქვეყნის შემდგომი ინტეგრაციის საკითხებს. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები ნატოს ბუქარესტის სამიტის შედეგებსა და მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბატონ ბილდტს გააცნო საქართველოს პრეზიდენტის ახალი ინიციატივები  კონფლიქტების გადაწყვეტასთან დაკავშირებით.

ბატონმა დავით ბაქრაძემ შვედ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ, მათ შორის მაისში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების თაობაზე.

მხარეებმა განიხილეს მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობები, აგრეთვე მსოფლიოში მიმდინარე აქტუალური  საკითხები.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართა ერთობლივი პრეს–კონფერენცია.

2008 წლის 5 აპრილი

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ