ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით ეწვია შვედეთს

ა. წ. 28 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ქ-ნი ეკა ტყეშელაშვილის სტოკჰოლმში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრები შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ბ-ნ კარლ ბილდტთან, ევროკავშირის მინისტრთან ქ-ნ სესილია მალმსტრომთან და საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის მინისტრთან ქ-ნ გუნილა კარლსონთან.

საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ძირითადში ფოკუსირებული იყო ორმხრივ და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე. მინისტრებმა ასევე განიხილეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესები და  საქართველოს პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივები. ყურადღება დაეთმო აგრეთვე საქართველოში 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. ორივე მხარემ მიმოიხილა UNOMIG-ის 2008 წლის 26 მაისის ანგარიში და რუსეთის სამხედრო საქმიანობის შესახებ აფხაზეთში, საქართველო.

შვედეთის ევროკავშირის მინისტრთან შეხვედრა შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს და შვედეთისა და პოლონეთის ინიციატივას ~აღმოსავლეთით თანამშრომლობასთან~ დაკავშირებით, რომელიც განიხილება ევროკავშირის მიერ. შვედეთის მხარემ დაადასტურა მათი მხარადჭერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით და შესთავაზა გამოცდილების გაზიარება სხვადასხვა სფეროში.

შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის მინისტრთან შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა საქართველოსა და შვედეთს შორის საერთაშორისო განვითარების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავება და პროექტების იმპლემენტაციის გაზრდა, რომელიც ფინანსდება შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოში. ამასთანავე ევროკავშირის ფარგლებში დაახლოების თვალთახედვით შვედეთის მხარემ აღუთქვა საქართველოს მხარეს სრული მხარდაჭერა. ქ-ნმა ეკა ტყეშელაშვილმა მიიწვია ქ-ნი გუნილა კარლსონი საქართველოში უახლოეს მომავალში მისთვის ხელსაყრელ დროს, რაც მადლიერებით იქნა მიღებული.

2008 წლის 28 მაისი, სტოკჰოლმი

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ