ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით ეწვია ფინეთს

2008 წლის 30 მაისს, ფინეთის რესპუბლიკაში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ქალბატონი ეკატერინე ტყეშელაშვილი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის ფინელ კოლეგასთან მიმოიხილა საქართველოში 21 მაისს გამართული საპარლამენტო არჩევნები და კონფლიქტურ ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, მათ შორის მ.წ. 20 აპრილს საქართველოს უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების ფაქტთან დაკავშირებული გამოძიების დეტალები.

მინისტრმა სტუბმა დაადასტურა ეუთო-ს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ხაზი გაუსვა მხარეთა შორის ნდობის აღდგენის მექანიზმებს და გამოხატა მზადყოფნა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების მიზნით მოლაპარაკებათა ახალი ფომატის განსახილველად.

შეხვედრის შემდგომ გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ტყეშელაშვილი შეხვდა ფინეთის მიგრაციისა და ევროპის საკითხთა მინისტრს ქალბატონ ასტრიდ თორსს, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელს ბატონ ჰეიკი ტალვიტიესა და ფინელ პარლამენტარებს, ბატონ ილკა კანერვასა და ბატონ კიმო კილიუნენს.

30 მაისს ვიზიტის მიწურუს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია საქართველო-ფინეთის მეგობრობისა და თანამშრომლობის საზოგადოების მიერ ორგანიზებულ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას. ფინეთში მცხოვრებმა მრავალმა ქართველმა და ფინელმა მეგობარმა თბილად მიიღეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი. მინისტრი აგრეთვე დაესწრო საზოგადოების მიერ ორგანიზებულ თვითშემოქმედების კონცერტს.

2008 წლის 30 მაისი, ჰელსინკი

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ