ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ერაყის მხარდამჭერ კონფერენციაში ღებულობს მონაწილეობას

29 მაისს, ქ. სტოკჰოლმში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქალბატონმა ეკა ტყეშელაშვილმა მონაწილეობა მიიღო გაეროს ეგიდით გამართულ კონფერენციაში -– International Compact with Iraq, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ერაყის განვითარებაში შეტანილ წვლილის შეფასებას და ქვეყნის აღმშენებლობის სამომავლო გეგმებს მიეძღვნა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას.

კონფერენციის ფარგლებში ქალბატონმა ეკა ტყეშელაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა აშშ სახელმწიფო მდივანთან ქ-ნ კონდოლიზა რაისთან, დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივანთან ბ-ნ დევიდ მილიბანდთან, თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ბ-ნ ალი ბაბაკანთან, ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ქ-ნ კრისტინ არნადოტირთან. ქალაქ სტოკჰოლმში ასევე შედგა ხანმოკლე საუბარი შვედეთის მეფესთან მის უდიდებულესობა კარლ XVI გუსტავთან, იტალიის საგარე საქმეთა მინისტრთან ბატონ ფრანკო ფრატინისტან, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ბატონ მარის რიეკსტინსთან და ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელთან, ეროკავშირის საბჭოს გენერალურ მდივანთან ბატონ ჰავიერ სოლანასთან.

2008 წლის 29 მაისი, სტოკჰოლმი

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ