ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს მეგობართა ახალი ჯგუფის მინისტერიალის კომუნიკე

2008 წლის 25 ივნისს ვარშავაში, პოლონეთი, გაიმართა საქართველოს ახალ  მეგობართა ჯგუფის შეხვედრა. შეხვედრის ფარგლებში, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ პოლიტიკური კონსულტაციების ორი სესია ჩაატარა. ორივე სესიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმაახალ მეგობართა ჯგუფის შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ შვარცენბერგმა,ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას პაეტმა, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტრას ვაიტიეკუნასმა, რუმინეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა რადუტა მატაკემ, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ფრანკ ბელფრაგემ, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა პეტერის უსტუბმა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს III ევროპული დეპარტამენტის დირექტორმა მაია დობრევამშეხვედრას დამკვირვებლის სტატუსით ესწრებდონენ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პეტერ სემნები, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი რობერტ სიმონსი, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე მეთიუ ბრაიზა და სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ-დირექტორი პოლიტიკურ საკითხებში რომან ბუზეკი.

შეხვედრაში მონაწილე ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა გაიხსენეს ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიღებული დეკლარაცია, რომელშიც მოკავშირე სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებმა დაადასტურეს, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. ამ კონტექსტში და გაწევრიანების საკითხებზე ნატოს ინტენსიური დიალოგის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით და ნატოს ბუქარესტის სამიტზე ნატოს სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების მიერ მინისტრებისთვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, შეხვედრაში მონაწილე ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა დეკემბერში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის  მინიჭებასთან დაკავშირებით.

საქართველოს ახალმა მეგობართა ჯგუფის შეხვედრამ მხარი დაუჭირა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობათა განმტკიცებას, რაც ევროკავშირი-საქართველოს პოლიტიკური დიალოგის აქტიურად გაგრძელებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელების გზით უნდა განხორციელდეს. მინისტრებმა დაადასტურეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის საკითხებზე მოლაპარაკებათა დროულად დაწყების მნიშვნელობა, რაც მიზნად ისახავს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის საკითხებზე შეთანხმებების უახლოეს მოვალაში დადებას. Mმონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროება და სრულად დაუჭირეს მხარი მოლაპარაკებათა დაწყებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის უახლოეს მომავალში თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დადების მიზნით.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობა, რომლის შექმნის იდეა განიხილა და მოიწონა ევროკავშირის საბჭოს ბოლო სამიტმა, ხელს შეუწყობდა ევროკავშირთან საქართველოს შემდგომ თანამშრომლობას და კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას შესძენდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის უკვე არსებულ თანამშრომლობის ფორმატებს.

მინისტრებმა დაადასტურეს თავიანთი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რომელიც ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მნიშვნელოვანი ფაქტორია და აღნიშნეს ის  ზოგადი შეშფოთება, რომელიც რეგიონში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით არსებობს. Aამ კონტექსტში, მინისტრებმა გამოხატეს მხარდაჭერა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, საქართველო კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ინიციატივების, მათ შორის აფხაზეთის, საქართველო შესახებ პრეზიდენტ სააკაშვილის ბოლოდროინდელი სამშვიდობო ინიციატივის მიმართ. მინისტრებმა გამოთქვეს რწმენა, რომ დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა გააორმაგონ ძალისხმევა ნდობის განმტკიცებისა და მოლაპარაკებების, მათ შორის ქართულ-აფხაზურ პირდაპირი მოლაპარაკებების ჩასატარებლად შესაბამისი ჩარჩოს შემუშავების მიზნით. მინისტრებმა ასევე ხაზგასმით აღნიშნეს უფრო ეფექტურ მოლაპარაკებათა და სამშვიდობო ფორმატების აუცილებლობა.

ამასთან დაკავშრებით, მინისტრებმა აღნიშნეს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოგვარების პროცესში ევროკავშირის უფრო აქტიული ჩართვის მნიშვნელობა, რაც ნდობის განმტკიცების ზომების განხორციელებისა და ადგილზე ევროკავშირის გაძლიერებული ყოფნით უნდა მიიღწეს.

მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობა და ბოლო თვეებში გამწვავებულ ორმხრივ ურთიერთობებში დაძაბულობის შესუსტების საჭიროება. მინისტრებმა მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას შეცვალოს აფხაზეთის, საქართველო მიმართებაში ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები, ასევე გააუქმოს 2008 წლის 16 აპრილის ბრძანებულება და დაუყოვნებლივ გაიყვანოს საერთაშორისო შეთანხმებებისა და სამშვიდობო ოპერაციის მანდატის დარღვევით განლაგებული საჯარისო შენაერთები და სამხედრო ტექნიკა.

მონაწილეები შეთანხმდნენ გააგრძელონ ინტენსიური დიალოგი საქართველოს ახალ მეგობართა ჯგუფის ფორმატში სხვადასხვა დონეზე შეხვედრების ჩატარების გზით.

ვარშავა, 2008 წლის 25 ივნისი

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ