ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ალექსანდერ სტუბისა და კონდოლიზა რაისის შეხვედრა ვაშინგტონში

მიმდინარე წლის 17 ივლისს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ალექსანდერ სტუბი, ოფიციალური ვიზიტის დროს ვაშინგტონში, შეხვდა ა.შ.შ-ს სახელმწიფო მდივანს ქალბატონ კონდოლიზა რაისს. შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს, ირანის, რუსეთის, ევროკავშირის და ფინეთ-ამერიკის ურთიერთობის საკითხები.

სტუბის განცხადებით, საქართველოში მოახლოებული კრიზისი და ეგრეთ წოდებული "გაყინული კონფლიქტები" აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არის უმთავრესი და პრიორიტეტული საკითხი განსახილველ საკითხთა შორის.

პრეს კონფერენციაზე ალექსანდრე სტუბმა განაცხადა შემდეგი:

"ჩვენ განვიხილეთ არსებული მდგომარეობა საქართველოში, ირანში, რუსეთში, ევროკავშირთან მიმართებაში და ფინეთ-ამერიკის ურთიერთობები. საქართველოსთან დაკავშირებით კონდოლიზა რაისმა გამოხატა სრული მხარდაჭერა, რათა მოხდეს სამხრეთ ოსეთთან არსებული დაძაბული მდგომარეობის მშვიდობიანი გზით მოგვარება, მან აგრეთვე თხოვნით მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობასა და ეუთო-ს, რომ უფრო აქტიურად, ყურადღებით და პასუხისმგებლობით მოეკიდონ არსებული პრობლემის გადაჭრას"

17 ივლისი 2008, ვაშინგტონი

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ