ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

პურის ფესტივალი სტოკჰოლმში

25 ოქტომბერს ისტორიის მუზეუმისა და ჟურნალისტ, ბატონ ალექსანდრე სკარლატის ინიციატივით ორგანიზებული იქნა პურის ფესტივალი სტოკჰოლმში. საქართველოს საელჩომ ქართულ სათვისტომოსთან ერთად მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ ღონისძიებაში. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნა ქართული პურის სახეობები, ქართული ღვინო და სხვა პროდუქტები. ღონისძიებას ესწრებოდნენ შვედური მედიის, პოლიტიკური და კულტურული წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

საქართველო ითვლება პურის ცხობის კულტურის ერთ-ერთ უძველეს კერად და მიჩნეულია ხორბლეული კულტურების წარმოშობის უძველეს ცენტრად, ხოლო ქართველები, როგორც მიწათმოქმედებასთან მჭიდროდ დაკავშირებული ხალხი, პურის ერთ-ერთი პირველი მომხმარებლები არიან მთელს მსოფლიოში. სახელწოდება "გეორგიკა”, როგორც ძველი რომაელები ამას საქართველოს უწოდებდნენ, სწორედ მიწადმოქმედებასთან არის დაკავშირებული. პურისადმი დამოკიდებულება საქართველოში ყოველთვის სარიტუალო რანგში იყო აყვანილი. რიტუალურ დანიშნულებას განეკუთვნება მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული, ღვთაების თაყვანსაცემად, ბუნების ძალათა აღორძინებასთან დაკავშირებული სხვადასხვა  პურები. პურის სახეობებს სხვადასხვა ფუნქციის შესრულება ჰქონდათ დაკისრებული. იგი ოჯახის ყოველდღიური სანაყრი იყო, სტუმრის დაპურების ძირითადი საშუალება, ლხინისა და მწუხარების სუფრის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი. გამომცხვარ პურებს ინახავდნენ ხის კიდობანში, რომელთა ორნამენტები ერთ-ერთი საუკეთესოა ხალხურ ხელოვნებაში. საქართველოში პურის რამდენიმე სახეობაა დადასტურებული, რომელთა გამოცხობის ტექნოლოგიასა და ფორმებში მკვეთრადაა გამოხატული ამ უპირველესი საკვები პროდუქტის წარმოების დიდი კულტურა.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ