ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი შვედეთის სამეფოში

ა. წ. წლის 29-31 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით ეწვია შვედეთის სამეფოს. 30 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის შვედეთში ვიზიტი დაიწყო შეხვედრებით პარლამენტში:შეხვდა შვედეთის რიკსდაგის პირველ ვიცე-სპიკერს იან ბიორკმანს და აგრეთვე რიკსდაგის საგარეო, ევროკავშირის და თავდაცვის კომიტეტების ხელმძღვანელებს და წევრებს. პირისპირ საუბრის შემდეგ გაიმართა სადილი გაფართოებული შემადგენლობით შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან ფრედრიკ რეინფელდტთან. ამავე დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა მოინახულა ცნობილი შვედური სატელეკომუნიკაციო კომპანია "ერიქსონის” სათაო ოფისი, ასევე სტოკჰოლმის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაიმართა შეხვედრა და საქმიანი სადილი შვედური წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა სამთავრობათაშორისო შეთანხმებას ინვესტიციების ორმხრივი დაცვისა და წახალისების შესახებ, რაც შეიძლება იქნას განხილული, როგორც წინგადადგმული ნაბიჯი ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცების გზაზე.

31 ოქტომბერს სამეფო სასახლეში გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის ბატონი მიხეილ სააკაშვილის შვედეთის მეფესთან კარლ XVI გუსტავთან მიღების ოფიციალური ცერემონია.

ოფიციალური შეხვედრების დროს საუბარი შეეხო შემდეგ ძირითად საკითხებს: შვედეთ-საქართველოს ურთიერთობები, საპარლამენტთაშორისი ურთიერთობების გაღრმავება, შავი ზღვისპირა ქვეყნების ნორდიკულ და ბალტიის სახელმწიფოებთან რეგიონული თანამშრომლობა, ევროკავშირში საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის ახალი პერსპექტივები, 2009 წლის მეორე ნახევრიდან შვედეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის როლი, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული აგრესიის შეფასება და მისი შედეგების გადალახვის გზები.  

30 ოქტომბერს პრეზიდენტი სააკაშვილი ლექციით წარსდგა შვედეთის საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ პოლიტიკური წრეები, შვედეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, ექსპერტ-პოლიტოლოგები და ჟურნალისტები. გამოსვლის ძირითად თემას წარმოადგენდა "საქართველო რუსეთის აგრესიის შემდგომ: შედეგები და გამოწვევები”.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ