ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის მინისტრი ეწვია საქართველოს

2009 წლის 26-27 იანვარს საქართველოს პირველი სამუშაო ვიზიტით ეწვია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის მინისტრი ქალბატონი გუნილა კარლსონი. მისი ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა შვედეთსა და საქართველოს შორის არსებული განვითარების თანამშრომლობის პროგრამების მიმდინარეობის შეფასება და 2010-2013 წლებისათვის საქართველოს მიმართ ახალი განვითარების სტრატეგიისათვის პრიორიტეტების განსაზღვრა.

27 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის მინისტრი გუნილა კარლსონი. შეხვედრაზე ძირითადად საუბარი შეეხო ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებს. ქართულმა მხარემ შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის მინისტრს საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილი ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გუნილა კარლსონის განცხადებით, უნდა მოიძებნოს გზები საქართველოსა და შვედეთს შორის ურთიერთობის გასღრმავებლად, შვედეთი მხარს დაუჭერს საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას და სავიზო რეჟიმის გამარტივებას. აღინიშნა, რომ შვედეთის მთავრობა საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს და ამ მიზნით 50 მილიონ ევროს გამოყოფს, რომელიც ქვეყანაში რეფორმების განხორციელებას მოხმარდება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ შვედეთი არის საქართველოს ერთ-ერთი მტკიცე მოკავშირე, რომელიც სერიოზულ დახმარებას უწევს საქართველოს რუსეთთან ომის შედეგების აღმოსაფხვრელად.

პროგრამის ფარგლებში ქ-ნი გუნილა კარლსონი შეხვდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, ბატონ დიმიტრი გვინდაძეს, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს, ქალბატონ თამარ ბერუჩაშვილს. ასევე შედგა შეხვედრა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან და დონორ ორგანიზაციებთან. შიდა ქართლის რეგიონში ორგანიზებული საველე ვიზიტის დროს ქალბატონი მინისტრი შეხვდა EUMM-ის შვედ დამკვირვებლებს და ადგილნაცვალ პირებს, რომლებიც იძულებულნი იყვნენ დაეტოვებინათ საკუთარი სახლები აგვისტოს თვეში რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციებული აგრესიის შედეგად.

2009 წლის 28 იანვარი

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ