ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

შვედეთში საქართველოს მეგობართა საზოგადოების დაარსება

2009 წლის 28 იანვარს საქართველოს საელჩოსა და შვედები მეგობრების საინიციატივო ჯგუფის ძალისხმევით, გაიმართა საქართველოს მეგობართა საზოგადოების დამფუძნებელი კრება. შეხვედრაზე განხილული და დამტკიცებული იქნა საზოგადოების წესდება და არჩეული იქნა საზოგადოების გამგეობა:თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და გამგეობის ხუთი წევრი.  ქალბატონი ანა ვესტერჰოლმი, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრავალმხრივი ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე არჩეული იქნა საზოგადოების თავმჯდომარედ, ხოლო მის მოადგილედ კი - ბატონი ერიკ ჯონსონი, შვედეთში ფულბარაიტის კომისიის აღმასრულებელი დირექტორი, ყოფილი შვედეთის საპატიო კონსული საქართველოში. Eსაზოგადოება წარმოადგენს არაპოლიტიკურ, არამომგებიან გაერთიანებას, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ქართული ენის, კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაცია შვედეთში. საქართველოს მეგობართა საზოგადოების მთავარი მიზნებია:

1. ხელი შეუწყოს შვედეთსა და საქართველოს შორის ხალხებს შორის კავშირების განვითარებას;
2. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ისეთ სფეროებს როგორიცაა: ხელოვნება, კულტურა, განათლება, მეცნიერება, სპორტი და სხვა.
3. შვედეთსა და სხვა ქვეყნებში ანალოგიურ საზოგადოებებთან თანამშრომლობა;
4. შვედეთისა და საქართველოს შესახებ ცოდნის გავრცელება;
5. ბიზნეს ურთიერთობების წახალისება ორი ქვეყნის მეწარმეებს შორის. 

საზოგადოების დამფუძნებელი კრების შემდეგ გაიმართა მიღება, სტუმრებს საშუალება ჰქონდა გაესინჯათ ქართული კომპანია “მუხრანი შატო”-ს  ღვინის ნიმუშები.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ