ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ვიზიტი ქ. ჰელსინკიში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ფინეთის რესპუბლიკას ეწვია. 2 აპრილს გაიმართა შეხვედრა ფინეთის პარლამენტის სპიკერთან საული ნიინისტოსთან.

განხილვების უმთავრეს თემას რუსეთთან ურთიერთობა წარმოადგენდა. დავით ბაქრაძემ თავის ფინელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს არსებული მდგომარეობის შესახებ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ფინეთის პარლამენტის სხვადასხვა ფრაქციების წარმომადგენლები.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები დაესწრენ სამთავრობო საათს ფინეთის პარლამენტის სესიაზე.
2009 წლის 3 აპრილს გაიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა ფინეთის პრემიერ-მინისტრთან მატი ვანჰანენთან. შეხვედრის დროს განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე, აგრეთვე მაისის შუა რიცხვებში დაგეგმილი საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაცნობა ფინელი ბიზნესმენებისათვისა და პოტენციური ინვესტორებისათვის.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში შედიოდნენ გიორგი წერეთელი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარლამენტის წევრები - აკაკი მინაშვილი, მაგდა ანიკაშვილი და გიორგი თორთლაძე.

საქართველოს დელეგაციას სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა ფინეთის საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტთაშორისო ჯგუფის თავმჯდომარემ ქალბატონმა ჰეიდი ჰაუტალამ.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ