ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ფინეთის რესპუბლიკაში

2009 წლის 22 აპრილს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბატონი გრიგოლ ვაშაძის ოფიციალური ვიზიტი ფინეთის რესპუბლიკაში.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ბატონ ალექსანდრე სტუბთან, მიგრაციისა და ევროპის საკითხთა მინისტრთან ქალბატონ ასტრიდ თორსთან, ფინეთის პრეზიდენტის დიპლომატიურ მრჩეველთან ბატონ ალექს ჰარკონენთან და საგარეო ვაჭრობისა და განვითარების მინისტრთან ბატონ პაავო ვაურუნენთან.

შეხვედრების დროს მხარეებმა განიხილეს ფინეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზები.

ბატონმა ვაშაძემ ფინურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერისათვის.

ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ფინეთს შორის არსებულ აქტიურ თანამშრომლობაზე საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ხელშესაწყობად. ფინეთის მხარემ მზადყოფნა განაცხადა მომავალშიც საქართველოს აქტიური მხარდაჭერი იყოს. ფინეთი, აგრეთვე, მზადაა გაუზიაროს საქართველოს საკუთარი გამოცდილება ისეთი მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიცაა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმისა და რეადმისიის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმება და განხორციელება; ღრმა და ყოველისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებების დაწყება; ასოცირების შესახებ ხელშეკრულების დადების პერსპექტივები და თანამშრომლობა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში.

მხარეებმა აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების აუცილებლობა. ხაზი გაესვა ფინური კომპანიების გააქტიურების მნიშვნელობას საქართველოში ინვესტიციების ზრდის თვალსაზრისით.

შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველოში დღეისათვის არსებული ვითარება და ხაზი გაესვა საერთაშორისო ორგანიზაციების მნიშვნელობას საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში. ასევე დიდი დრო დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის განხილვას.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ბატონი გრიგოლ ვაშაძის გამოსვლა ჰელსინკის უნივერსტეტთან მოქმედ კვლევით ცენტრში: "Aleksanteri Institute". მინისტრის გამოსვლა მიეძღვნა რუსეთ-საქართველოს ომისა და მის შემდგომ პერიოდში საქართველოში შექმნილი ვითარების განხილვას.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ