ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ფინეთსა და შვედეთში ესტონეთის დიპლომატიური სკოლის სტუდენტებისათვის მიღება გაიმართ

მ. წ. 31 მარტს ჰელსინკიში, ხოლო 20-21 აპრილს სტოკჰოლმში იმყოფებოდნენ ესტონეთის დიპლომატიური სკოლის მსმენელები აღმოსავლეთ ევროპის რეგიონიდან. მათ შორის იყო 4 ახალგაზრდა ქართველი სტუდენტი:გიორგი გოლეთიანი - საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის III მდივანი, ლიკა ახალბედაშვილი - საკონსულო დეპარტამენტის სავიზო ურთიერთობებს სამმართველოს სპეციალისტი, მარიამ ციციშვილი - საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების სპეციალისტი და გიორგი თაბაგარი - გაზეთ 24 საათის საერთაშორისო მიმომხილველი. შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფინეთისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან ერთად აფინანსებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების (საქართველო-4, უკრაინა-7, მოლდოვა-4) ახალგაზრდა დიპლომატების 9-თვიან სწავლებას აღნიშნულ სკოლაში. ტრადიციულად, სტუდენტებისათვის იმართება სასწავლო გასვლითი კურსები ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებში. 31 მარტს ჰელსინკიში ვიზიტის პროგრამის დასასრულს ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა მიღება ესტონეთის დიპლომატიური სკოლის სტუდენტთათვის, ხოლო 20 და 21 აპრილს სტუდენტებისათვის გაიმართა შეხვედრები და მოეწყო სემინარები შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, პრემიერ-მინისტრის ოფისში და სხვა სამთავრობო უწყებებში. შეხვედრების ძირითად თემას წარმოადგენდა შვედეთის ევროკავშრის თავმჯდომარეობის ძირითადი პრიორიტეტები და მზადების პროცესი. 20 აპრილს შვედეთში ესტონეთის საელჩოში  გაიმართა მიღება ესტონეთის დიპლომატიური სკოლის სტუდენტთათვის. საქართველოს საელჩოს წარმომადგნელებმა მონაწილეობა მიიღეს ჰელსინკიში და სტოკჰოლმში გამართულ მიღებებში და მადლობა გადაუხადეს ორგანიზატორებს და მასპინძელ მხარეს ახალგაზრდა ქართველი დიპლომატებისა და სტუდენტებისათვის პროფესიული ზრდის ხელშეწყობისა და გამოცდილების გაზიარებისათვის.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ