ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის საერთაშორისო სესია სტოკჰოლმში
მ. წ. 17-26 აპრილს სტოკჰოლმში გაიმართა ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის (The European Youth Parliament) რიგით მე-60 საერთაშორისო სესია. საქართველოდან მოწვეული იქნა ხუთკაციანი დელეგაცია (ორი მასწავლებელი და სამი სტუდენტი) ვახტანგ ლომჯარიას ხელმძღვანელობით. სესიია ოფიციალურად გახსნა შვედეთის კრონ-პრინცესა ვიქტორიამ. მოხსენებით გამოვიდნენ ასევე შვედეთის ევროკავშირთან ურთიერთობის მინისტრი სესილია მალმსტრომი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მარგოტ ვალსტრომი, რომლებმაც ერთხმად Aდაუჭირეს მხარი ახალგაზრდების ინიციატივას და ენთუზიაზმს მათ საქმიანობასთან დაკავშირებით. სტოკჰოლმში მოწვეული იქნა 350 ახალგაზრდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. საელჩოს თანასპონსორობით შესაძლებელი გახდა აღნიშნულ ღონისძიებაში ქართული დელეგაციის მონაწილეობაც. საერთაშორისო სესიის გამართვის მთავარი მიზანია ევროპის ახალგაზრდებს შორის კავშირების დამყარება, საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრების ორგანიზება, აქტუალურ გლობალურ და პოლიტიკურ საკითხებზე დებატების გამართვა და კულტურათა დიალოგი.
 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ