ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

დამოუკიდებლობის დღე
ა. წ. 26 მაისს შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში  საქართველოს საელჩომ გამართა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება სტოკჰოლმის ერთ-ერთი ცნობილი დახურული კლუბის "Konstnärsklubben", მიღებათა დარბაზში. ღონისძიებას დაესწრნენ შვედეთის პოლიტიკური, დიპლომატიური და ბიზნეს წრეების ცნობილი წარმომადგენლები, ასევე შვედეთში ქართული დიასპორის წევრები, სტუდენტები და შვედი მეგობრები. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულმა ოფიციალურმა მიღებამ საგანგებო ინტერესი და საერთო მოწონება დაიმსახურა დამსწრე საზოგადოების მხრიდან, რაც განპირობებულია შვედეთის სამეფოში საქართველოს მხარდამჭერი გარემოს არსებობით. საქართველოს საელჩო სტუმრებს გაუმასპინძლდა ქართული ღვინისა და  კერძების საუკეთესო ნიმუშებით, რამაც მაღალი შეფასება დაიმსახურა.
 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ