ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ქართულ-ფინური ბიზნეს სემინარი

მ.წ. 15-16 ივნისს ქ. ჰელსინკიში გაიმართა ქართულ-ფინური ბიზნეს სემინარი ორგანიზებული საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით.

სემინარის მიზანი იყო ფინეთის სახელმწიფო და კერძო სექტორების წარმომადგენლებისათვის მიეწოდებინა საქართველოში ინვესტირების განხორციელების პოტენციალი და ბიზნეს-შესაძლებლობები. სემინარს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოში ფინეთის ელჩმა ბატონმა პეტრი სალომ და ფინეთში საქართველოს ელჩმა ბატონმა ამირან კავაძემ.

საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორმა ქალბატონმა ნინო ბარათაშვილმა დამსწრეთ მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემოს შესახებ. ენერგეტიკის სამინისტროს პირველმა მოადგილემ ქალბატონმა მარიამ ვალიშვილმა კი მიმოიხილა ენერგეტიკის სფეროში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა დამსწრეთ გააცნეს ქვეყნის ტურისტული პოტენციალი, ექსპორტის შესაძლებლობები და ტექნილოგიებისა და კომუნიკაციის დარგში არსებული ვითარება. სემინარის ფარგლებში სპეციალური მოხსენება წაიკითხა ფინურმა ორგანიზაცია FinnFund-მა, მოსმენილ იქნა ფინური კომპანიების გამოცდილება საქართველოში ბიზნესის წარმოების შესახებ (Telia Sonera, MaxIT).

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები საგარეო საქმეთა სამინისტროში, ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკის დეპარტამენტში, ორგანიზაციებში "FinnFund” და "Invest in Finland”.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ