ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ევროკავშირის “ტროიკა”-ს შეხვდა

2009 წლის 18 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ბოკერია შეხვდა ევროკავშირის "ტროიკა"-ს, რომელიც ა.წ. 16-19 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ევროკავშირის დელეგაციაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა შვედეთის სამეფოს, როგორც ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ბ-ნი კარლ ბილდტი, შედიოდნენ ესპანეთის, როგორც ევროკავშირის მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის, საგანგებო დავალებათა ელჩი ბ-ნი სანტიაგო კამორო; სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ბ-ნი პიტერ სემნები; ევროკომისიის საგარეო ურთიერთობათა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის (გენერალური დირექტორის) მოადგილე ბ-ნი კარელ კოვანდა, ასევე, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროკავშირის საბჭოსა და ევროკომისიის სხვა წარმომადგენლები.

შეხვედრაზე მხარეებმა ძირითადად განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავების პრიორიტეტული მიმართულებები და უსაფრთხოების თემატიკა, მათ შორის ხაზი გაესვა ისეთ საკითხებს, როგორიცაა გამარტივებული სავიზო რეჟიმისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმების გაფორმება; ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესაძლებლობა; ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა; "აღმოსავლეთ პარტნიორობა" და სხვა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომი ვითარების განხილვას და, ამ კონტექსტში, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის როლის შეფასებას; კერძოდ, მსჯელობა წარიმართა აღნიშნული მისიის ფუნქციონირების ვადის გაგრძელებისა და მისი გაძლიერების საკითხებზე. ქართულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საპოლიციო კომპონენტით დატვირთვის აუცილებლობა.

ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის "ტროიკა" შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს ბ-ნ მიხეილ სააკაშვილს; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბ-ნ დავით ბაქრაძეს; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ბ-ნ გიორგი ბარამიძესა და რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ბ-ნ თემურ იაკობაშვილს.

ევროკავშირის "ტროიკამ" შეხვედრა გამართა ასევე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ევროკავშირის დელეგაციამ განახორციელა საველე ვიზიტი ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დათვალიერების მიზნით, და ასევე, მოინახულა იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიური განთავსების ცენტრი და წეროვანის დასახლება.

საქართველოს შემდეგ ევროკავშირის "ტროიკა" ეწვევა აზერბაიჯანსა და სომხეთის რესპუბლიკებს.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ