ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

პრეზენტაცია საქართველოს შესახებ სტოკჰოლმის საერთაშორისო როტარი კლუბში

შვედეთში საქართველოს საელჩო შვედური საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის რეგულარულად მართავს შეხვედრებსა და ღონისძიებებს, რომელთა მიზანი შვედეთში საქართველოს პოპულარიზაციაა. ამგვარ ღონისძიებებზე დამსწრეები ეცნობიან საქართველოს ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს, ასევე, მის დღევანდელობას, ტურისტულ და ბიზნეს პოტენციალს, საინვესტიციო გარემოს. ისინი იღებენ ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. ამასთან, სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ ქართული ღვინო და კერძები.

ერთ-ერთი ამგვარი შეხვედრა საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ სტოკჰოლმის საერთაშორისო „როტარი" კლუბში გამართა. შვედეთში ამგვარ კლუბებს დიდი ხნის ტრადიცია და გავლენა აქვთ. მათში გაწევრიანებული არიან როგორც სამეფო ოჯახისა და მთავრობის წევრები, ასევე, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, მეცნიერები, ხელოვანები, კინემატოგრაფისტები, ჟურნალისტები, ბიზნესმენები. კლუბის წევრები შვედურ საზოგადოებაში გავლენითა და პოპულარობით სარგებლობენ.

შეხვედრა სტოკჰოლმის ცნობილ „ერიკსბერგის" სასახლეში გაიმართა. კლუბის წევრებს კონსტანტინე ქავთარაძემ წარუდგინა პრეზენტაცია საქართველოს შესახებ, ესაუბრა ქვეყნის ისტორიულ წარსულზე, ქართულ ენასა და ანბანზე, ვიკინგების ხანის შვედურ-ქართულ ურთიერთობებზე, ძმები ნობელების მოღვაწეობაზე საქართველოში, ქართულ ღვინოსა და მასთან დაკავშირებულ ტრადიციებზე, საქართველოს ბუნებასა და ტურისტულ პოტენციალზე, ასევე, საქართველოში დღეს არსებულ სიტუაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობასა და რუსეთთან ურთიერთობებზე. მან კლუბის წევრებს საჩუქრად გადასცა ქართული ხალხური რეწვის ნიმუშები.

შვედეთში საქართველოს პოპულარიზაციაში და შვედურ კლუბებსა და ასოციაციებთან თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის კლუბის პრეზიდენტმა იორან ნილსონმა კონსტანტინე ქავთარაძე საპატიო დიპლომით დააჯილდოვა.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ