ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

მაღალი დონის ფორუმი Tbilisi Silk Road Forum

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა მაღალი დონის ყოველწლიურ ფორუმს „Tbilisi Silk Road Forum". ღონისძიების მიზანია ისტორიული „აბრეშუმის გზის" გასწვრივ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავების მიმართულებით თანამშრომლობისადმი ახლებური მიდგომების შემუშავება. პირველი ასეთი ფორუმი 2015 წლის 15-16 ოქტომბერს თბილისში გაიმართება და მას ორგანიზებას გაუწევს საქართველოს მთავრობა, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზიის განვითარების ბანკის პატრონაჟითა და სახელმწიფო საწარმოს „Enterprise Georgia" ლოგისტიკური მხარდაჭერით.

ორგანიზატორების მიერ მომზადდა ფორუმის სპეციალური ვებ-გვერდი www.tbilisisilkroad.ge, რომელზეც განთავსებულია ღონისძიების პროგრამა, მასთან დაკავშირებული ლოგისტიკური ინფორმაცია, სარეგისტრაციო ფორმა და სხვა საჭირო ცნობები. წინასწარი რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია, ასევე, ქვემოთ მოცემულ ბმულზე გადასვლით:

https://docs.google.com/forms/d/1J0ZxbPD6XrKn5fJYgoPWhqZiOpgFDTdSE9QYgDsL4G0/viewform?c=0&w=1

დეტალური ინგლისურენოვანი ინფორმაცია ფორუმის შესახებ იხილეთ ბროშურაში.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ