ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მე-7 წლისთავთან დაკავშირებით, მ/წლის 12 აგვისტოს შვედეთში საქართველოს საელჩოს შენობაში მოეწყო ჰუმანიტარულ თემატიკასთან დაკავშირებული გამოფენა და გაიმართა ანდრეი ნეკრასოვის დოკუმენტური ფილმის „რუსულის გაკვეთილები" ჩვენება, რომელსაც დაესწრნენ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, დიპლომატიური კორპუსის, შვედეთის პოლიციისა და არასამთავრობოორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფილი შვედი თანამშრომლები.

საელჩოს მრჩეველმა, საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა უჩა გაბეჩავამ ვრცლად ისაუბრა 2008 წლის აგვისტოში და 90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებზე, ასევე საქართველოს ამ რეგიონებში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე. მან დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ყოველკვარტალური ანგარიშის მეორე გამოცემა. სტუმრებს კიდევ ერთხელ მიეწოდათ ინფორმაცია ე.წ. „ბორდერიზაციის\\\" პროცესის შესახებ, კერძოდ საოკუპაციო ძალების მიერ, მ/წლის 10 ივლისს გორის რაიონის სოფელ წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, ასევე 6 აგვისტოს გორის რაიონის მიმდებარე სოფელ წითელუბნის და 10 აგვისტოს ქარელის რაიონის სოფელ თამარაშენისა და ცერონისის მიმდებარე ტერიტორიებზე ე.წ. „საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ დამონტაჟების ფაქტებთან დაკავშირებით. საელჩოს მრჩეველმა ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ დეესკალაციის პოლიტიკაზე და ქართული მხარის საპასუხოდ მოსკოვის აგრესიულ ქმედებებზე. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია საქართველო-რუსეთის თანამშრომლობის მომავალ პერსპექტივებზე. საელჩო მოწვეულ სტუმრებს ქართული ღვინითა და კერძებით გაუმასპინძლდა.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ