ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ქართული ღვინის დეგუსტაცია ქ. გოტებორგში

28 ნოემბერს  ქალაქ გოტებორგში, დიკსონის ისტორიულ სასახლეში, შვედეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობითა და საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, შვედურ-ქართულმა ღვინის კლუბმა „მარანი", საქართველოს ღვინის კლუბთან ერთობლივად, ორგანიზება გაუკეთა  ქართული ღვინის დეგუსტაციას. ღონისძიებას უძღვებოდნენ საქართველოს ღვინის კლუბის პრეზიდენტი, მალხაზ ხარბედია და შვედურ-ქართული ღვინის კლუბის „მარანი" დამფუძნებელი, გიორგი სხირტლაძე. მათ ისაუბრეს ქართული ღვინის კულტურაზე, ისტორიაზე, ჯიშების მრავალფეროვნებაზე, მევენახეობა-მეღვინეობაზე, ადგილწარმოშობის დასახელებებზე, თანამედროვე მდგომარეობაზე, ქვევრის ღვინის მიღების ტრადიციულ მეთოდზე.

 

დეგუსტაციაზე  წარმოდგენილი იყო 8 ქართული ღვინო. ესენია წინანდალი- Lukasi, 2012, ცოლიკოური - თელიანი ველი 2014,  რქაწითელი - ლექსო ციხელიშვილის მარანი 2013, (ქვევრი), ხვანჭკარა - თბილღვინო, 2014, ოცხანური საფერე -  ლაგვინარი, 2013 (ქვევრი) საფერავი - ბესინი, 2014, საფერავი- ბექა გოცაძის მარანი, 2013 (ქვევრი), საფერავი- ღვარძელაშვილის მარანი, 2014 (ქვევრი).

ღვინის დეგუსტაციის შემდეგ, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები. ღონისძიებას დაესწრნენ გოტებორგის ბიზნესისა და კულტურის წრეების წარმომადგენლები. მოწვეული იყო შვედეთში მოქმედი ქართული ფოლკლორული ანსამბლი „დოლური", რომელმაც შეასრულა ქართული ხალხური სიმღერები. 

შვედეთში საქართველოს საელჩოდან ღონისძიებას ესწრებოდნენ მრჩეველი, საქმეთა დროებით რწმუნებული გიორგი მესხელი და რეფერენტი ანუკი სტურუა.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ