ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ამერიკის შეერთებული შტატების

2015 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში" სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ, ამერიკული ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამებს ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და საბუნებისმეტყველო პროფესიებში. ოთხწლიანი პროგრამის წარმატებით დასრულების შემდგომ, სტუდენტები მიიღებენ ამერიკულ განათლებასა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკულ დიპლომებს. ბაკალავრიატის პროგრამები ხორციელდება სამ პარტნიორ სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად: ივ. ჯავახიშვილის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს გახლავთ უნიკალური შესაძლებლობა მათთვის, ვისაც სურს, თბილისში იცხოვროს და ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღოს ამერიკული განათლება და დიპლომი. საქართველოს დიასპორის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც გასულები არიან საქართველოს მოქალაქეობიდან და მიღებული აქვთ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა, შეუძლიათ პროგრამებზე ჩააბარონ საერთაშორისო სტუდენტების მიღების პროცედურების გავლის შედეგად. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბულზე: http://georgia.sdsu.edu/.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ