ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მარგო ვალსტრომთან

2016 წლის 8 თებერვალს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი მარგო ვალსტრომი.   მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-შვედეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტული საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, რეგიონში მიმდინარე პროცესები და საერთაშორისო დღის წესრიგში მდგარი რეგიონული და გლობალური აქტუალური საკითხები.   საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველო-შვედეთს შორის ჩამოყალიბებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროებში. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სამომავლოდ მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალი, რაც გულისხმობს საქართველოს მიმართ შვედეთის საქმიანი წრეების ინტერესის გაზრდას და ქვეყანაში შვედური ინვესტიციების მოზიდვას. მინისტრმა ჯანელიძემ მადლიერება გამოხატა შვედეთის მთავრობის მიმართ, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) ფარგლებში გაწეული დახმარებისთვის. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსთვის  შვედეთის ახალ სტრატეგიას 2014-2020 წლებისთვის, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიის გაძლიერებას.      მარგო ვალსტრომმა დაადასტურა, რომ შვედეთი შემდგომშიც დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის" თანაავტორი ქვეყანა, აქტიურად  შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების რეალიზაციას.   შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამართეს ერთობლივი პრეს-კონფერენცია.   ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართება შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან. ამასთან, შვედი მინისტრი შეხვედრებს გამართავს ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.   ასევე, შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გვირგვინით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ