ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს შვედ მეგობართა საზოგადოების შეხვედრა საქართველოს საელჩოში


11  თებერვალს, შვედეთში საქართველოს საელჩოში, გაიმართა საქართველოს შვედ მეგობართა საზოგადოების  ყოველწლიური საანგარიშო შეხვედრა. საზოგადოება  საელჩოს ხელშეწყობით დაფუძნდა 2009 წელს. მისი მიზანი შვედურ-ქართული ურთიერთობების წახალისებაა. საელჩო აქტიურად თანამშრომლობს საზოგადებასთან და ხელს უწყობს  შვედეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. ორგანიზაციის დაარსების დღიდან შვედ მეგობართა ასოციაცია თავის საანგარიშო შეხვედრებს ტრადიციულად  საქართველოს საელჩოში ატარებს. შეხვედრის დასაწყისში დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, გიორგი მესხელმა.  წლიურ შეკრებაზე საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ორი წლის ვადით აირჩიეს ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოში, პერ ეკლუნდი და  საბჭოს სხვა წევრები. სვენ ჰოლმსტრომი კვლავ საზოგადოების თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს. საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს საელჩოს რეფერენტი ანუკი სტურუა, რომელიც ორგანიზაციის საქმიანობაში შეტანილი წვლილისათვის სამახსოვრო სიგელით დააჯილდოვეს. შეხვედრის მეორე ნაწილში მოხსენებით გამოვიდა შვედეთის ყოფილი ელი საქართველოში, დიანა იანსე. მან თავის პუბლიკაცია „საქართველოს რთული გზა დასავლეთისკენ" წარადგინა, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე გამოქვეყნდა. ისაუბრა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხა. საზოგადოების თავმჯდომარემ სვენ ჰოლმსტრომმა დიანა იანსეს საჩუქრად გადასცა სერგო ფარაჯანოვის ფილმების კრებული და მადლობა გადაუხადა ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებისთვის. შეხვედრის დასასრულს საელჩო სტუმრებს ქართული ღვინითა და კერძებით გაუმასპინძლდა.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ