ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე შვედეთში

მ/წლის 7 აპრილს შვედეთს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე ესტუმრა. მან შეხვედრები გამართა შვედეთის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს ბავშვთა, მოხუცთა და გენდერული თანასწორობის მინისტრის სახელმწიფო მდივანთან მადლენ ჰარბი სამუელსონთან, შვედეთის განათლებისა და კვლევის სამინისტროს უმაღლესი სკოლის, მოზარდთა განათლებისა და მომზადების მინისტრის სახელმწიფო მდივანთან როგერ მორტვიკთან და ამავე სამინისტროს ახალგაზრდობისა და სამოქალაქო საზოგადოების სააგენტოს გენერალურ დირექტორთან ლენა ნიბერგთან. ვიზიტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდობის საკითხებში საქართველოში არსებული პოლიტიკის დახვეწის მიზნით შვედეთის, როგორც ამ სფეროში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყნის, გამოცდილების გაცნობა.
ვიზიტის დროს მინისტრის მოადგილეს მიეცა საშუალება დეტალურად გასცნობოდა ბავშვთა და ახალგაზრდობის საკითხებში შვედეთში არსებულ მდგომარეობას, ამ სფეროს მუშაობის სპეციფიკას, პრიორიტეტებს, დაფინანსების მეთოდებსა და წყაროებს. გარდა ამისა, განხილული იყო ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში არსებული სირთულეები, გამოწვევები და მათი დაძლევის შესაძლო გზები. ხაზი გაესვა ახალგაზრდული აქტივობების მხარდაჭერა-წახალისებაში სამოქალაქო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობას და სახელმწიფოს მხრიდან მათი საქმიანობის ხელშეწყობის აუცილებლობას. მხარეებმა განიხილეს სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლების მიღებიდან შრომით საქმიანობაზე გადასვლის პერიოდში მოქმედი სახელმწიფო პროგრამები, ისაუბრეს ამ მიმართულებით სამთავრობო და ადგილობრივი თვითმმართველობების როლზე, აგრეთვე საქართველოში პროფესიული განათლების სისტემის დანერგვისა და შემდგომი განვითარების მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო ე.წ. პროფესიული განათლების საერთაშორისო ოლიმპიადასაც, რომელიც პერიოდულად იმართება და მსოფლიო მასშტაბით მცხოვრებ ნიჭიერ ახალგაზრდებს საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენისთვის კარგ სტიმულს წარმოადგენს. ამ ინიციატივამ რევაზ ჯაველიძის დიდი დაინტერესება გამოიწვია. გამოითქვა იმედი, რომ მომავალში მასში ქართველი ახალგაზრდებიც მიიღებენ მონაწილეობას. 
შეხვედრების დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობის ზრდას, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის და ლტოლვილებისთვის ჩვენს ქვეყნებში არსებულ პროგრამებს, სპორტში ქალების ჩართულობის კიდევ უფრო მეტად წახალისების აუცილებლობასა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას. განხილული იყო ევროკავშირის სასწავლო პროგრამაში Erasmus + საქართველოს ჩართულობის ზრდის შესაძლებლობებიც.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ხელშეწყობით, შედგა რევაზ ჯაველიძის შეხვედრა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ 2015 წელს ინიცირებული პროგრამის „იყავი შენი ქვეყნის ახალგზარდა ელჩი" 2016 წლის გამარჯვებულთან ნათია ლორთქიფანიძესთან. აღნიშნულ პროგრამას წელს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ხელმძღვანელობს. 
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე 2016 წლის 8-10 აპრილს მონაწილეობას მიიღებს ქ. სტოკჰოლმში მიმდინარე კონფერენციაში ევროპელი ქალები და სპორტი - „მოძრაობა გენდერული თანასწორობისკენ სპორტში".

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ