ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოსა და შვედეთის სამეფოს საგარეო უწყებებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

2016 წლის 17-19 მარტს, სტოკჰოლმს სამუშაო ვიზიტით ეწვია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე.  მინისტრის მოადგილემ ორმხრივი შეხვედრები გამართა შვედეთის რიკსდაგის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან ტობიას ბილსტრომთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან კენეტ ფორსლუნდთან, საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანთან ანიკა სოდერთან, იუსტიციის სახელმწიფო მდივანთან ანნ ლინდესთან, საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს - „SIDA" დირექტორთან ელსა ჰასტადთან, უპსალას რეგიონის გუბერნატორთან პიტერ ეგარდთან, უსაფრთხოებისა და განვითარების პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორთან სვანტე კორნელთან და ამავე ინსტიტუტის  „აბრეშუმის გზის კვლევების პროგრამის" ექსპერტთან, საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის ყოფილ ხელმძღვანელთან  პერ ეკლუნდთან. ასევე ვიზიტის ფარგლებში შედგა საქართველოსა და შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები. კონსულტაციებს ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა გიგი გიგიაძე, ხოლო შვედური მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ საქმეთა გენერალური დირექტორი ანნა კარინ ენსტრომი. კონსულტაციების ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე, თავდაცვის, ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის სამომავლო განვითარების პერსპექტივებს. გიგი გიგიაძემ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა შვედეთის მთავრობის მიმართ, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - „SIDA" ფარგლებში გაწეული დახმარებისთვის, რომელიც უკვე მრავალი წელია ახორციელებს მხარდამჭერ პროექტებს/პროგრამებს  ქვეყნის რეფორმირების მიზნით. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსთვის  „SIDA"-ს ახალ სტრატეგიას 2014-2020 წლებისთვის, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიის გაძლიერებას. შეხვედრებზე დიდი ყურადღება დაეთმო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივას და ამ კონტექსტში, შვედეთის, როგორც თანაავტორის როლს; საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობას და მის შემდგომ ეფექტიან იმპლემენტაციას, DCFTA-ის ჩათვლით; აღინიშნა, რომ სავიზო ლიბერალიზაცია კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, განსაკუთრებით ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურების კუთხით. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის შესაბამის რეგულაციაში საქართველოს სასარგებლოდ ცვლილებების დროულად შეტანის აუცილებლობას. აღნიშნულთან დაკავშირებით, შვედურმა მხარემ გამოხატა სრული მზაობა, მხარდაჭერა აღმოუჩინოს საქართველოს ევროპული მისწრაფებების რეალიზაციის პროცესში. ამასთან, განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, რეგიონში მიმდინარე პროცესები და საერთაშორისო დღის წესრიგში მდგარი რეგიონული და გლობალური აქტუალური საკითხები. თავის მხრივ, შვედურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ისე ევროპული მისწრაფებებისადმი მტკიცე მხარდაჭერა. გამოითქვა იმედი, რომ ახლო მომავალში სათანადოდ შეფასდება საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროინტეგრაციის პროცესში, კერძოდ კი, სავიზო ლიბერალიზაციის კუთხით. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ