ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ქართული საღამო ევროვიზიის კონკურსის ქართველ მონაწილეებთან ერთად

„ევროვიზიის" კონკურსში საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობასთან დაკავშირებით, შვედეთში საქართველოს საელჩომ საქართველოს შვედ მეგობართა საზოგადოებასთან თანამშრომლობით სტოკჰოლმში „ქართული საღამო\" გამართა. მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს შვედ მეგობართა საზოგადოების წევრები,  კულტურის მოღვაწეები, მუსიკოსები, უცხოელი ჟურნალისტები, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი მესხელმა და საზოგადოების თავმჯდომარემ სვენ ჰოლმსტრომმა, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს 2016 წლის  „ევროვიზიის\"  კონკურსის მონაწილე ქართველი მუსიკოსები, ჯგუფი   ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz. მათ შეასრულეს სიმღერები თავიანთი რეპერტუარიდან, მათ შორის სიმღერა  „Midnight Gold\", რომლითაც ჯგუფი  ევროვიზიის კონკურსზე წარსდგება. საზოგადოების თავმჯდომარემ, სვენ ჰოლმსტრომმა ქართველ მუსიკოსებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. საღამოს დასასრულს, საელჩომ გამართა მიღება, სადაც სტუმრებს ქართული ღვინითა და კერძებით გაუმასპინძლდა. კულტურულ დაწესებულება „Kulturfyren\"-ში  გამართულმა ქართულმა ღონისძიებამ  შეკრებილი სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა.  10 მაისს „ქართული საღამო\" გაშუქდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ