ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

შეხვედრა ქართველ სტუდენტებთან

მ/წლის 15 აპრილს საქართველოს საელჩოში გაიმართა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პროგრამის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი" გამარჯვებულის, ნათია ლორთქიფანიძის გაცნობითი შეხვედრა ქართველ სტუდენტებთან.  შეხვედრას დაესწრო  20-დე  ქართველი ახალგაზრდა სტოკჰოლმის, უფსალის, გოტებორგის,  მალმოსა და ლუნდის უნივერსიტეტებიდან.  სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, გიორგი მესხელმა და წარუდგინა მათ პროექტის გამარჯვებული. ისაუბრა ამ პროექტის მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნის შვედეთში პოპულარიზაციის საქმეში და ქართველ ახალგაზრდობას კონკურსის გამარჯვებულთან ნაყოფიერი და აქტიური თანამშრომლობისაკენ მოუწოდა.

ნათია ლორთქიფანიძემ უფრო დეტალურად გააცნო სტუდენტებს პროექტი „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი" და ამ პროექტის მიზნები. ისაუბრა საკუთარ გეგმებზე ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდა თანამემამულეებთან და ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის განვითარებას,  საქართველოს ახალგაზრდა უცხოელი მეგობრების ქსელის შექმნას, საქართველოს ეკონომიკის, განათლების, კულტურის, ისტორიის, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკის და სხვა მიმართულებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.  თავის პრეზენტაციაში ნათია ლორთქიფანიძემ დამსწრეებს დაწვრილებით წარუდგინა მისი 2016 წლის სამოქმედო გეგმა. ხაზი გაუსვა შვედეთში ქართული  ახალგაზრდული ორგანიზაციის Georgian Youth Network in Sweden დაფუძნების მიზანშეწონილობას. მისი თქმით, ახლო მომავალში ამ ორგანიზაციისთვის სპეციალური ვებ-გვერდის შექმნაც არის დაგეგმილი.

შეხვედრაზე ქართველმა ახალგაზრდებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი  ხედვები შვედეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით და სამომავლო გეგმებზეც შეათანხმეს. კერძოდ, გადაწყდა, რომ მსგავს შეკრებებს მომავალშიც რეგულარული ხასიათი მიეცემა, რაც შვედეთში ჩვენი ახალგაზრდობის გაერთიანების გრძელვადიანი საწინდარი უნდა გახდეს.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ