ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ლია ლიქოკელის წიგნის პრეზენტაცია შვედეთში

მ/წლის 31 მაისს სტოკჰოლმში, „შვედურ ინსტიტუტში" ლია ლიქოკელის პოეტური კრებულის „დევის ცოლის სიცილის" პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი განხორციელდა შვედეთში საქართველოს საელჩოს, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის, შვედური გამომცემლობა „Smockadoll Förlag"-ისა და საქართველოს შვედ მეგობართა საზოგადოების მხარდაჭერით. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, გასულ წელს გამომცემლობა „Smockadoll Förlag"-მა შვედურ ენაზე გამოსცა ლია ლიქოკელის კრებული „დევის ცოლის სიცილი". ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს შვედმა გამომცემელმა, პოეტმა და მთარგმნელმა კრისტიან კარლსონმა და ქართველმა მთარგმნელმა მანანა კობაიძემ. ლია ლიქოკელმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო თავის შემოქმედება. პოეტმა სტუმრების კითხვებს უპასუხა. ღონისძიების დასასრულს საელჩომ დამსწრე საზოგადოებას ქართული ღვინითა და კერძებით უმასპინძლა.  მოწვეულ სტუმრებს საქართველოს შვედ მეგობართა საზოგადოების და საელჩოს სახელით სამახსროვო საჩუქრები გადაეცათ. ლია ლიქოკელის შვედეთში ვიზიტის ფარგლებში მისი წიგნის პრეზენტაციები გაიმართა სამხრეთ შვედეთში, ქ. მალმოსა და ქ. ისტადში.  საელჩო მადლობას უხდის ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრსა და გამომცემლობა „Smockadoll Förlag"-ს მხარდაჭერისათვის, „შვედურ ინსტიტუტს", „საქართველოს შვედ მეგობართა საზოგადოებასა" და მალმოს მუნიციპლაიტეტს ღონისძიებების მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ